„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016675
53
08/08/2023
ვებგვერდი, 09/08/2023
010250050.35.137.016675
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2023 წლის 8 აგვისტო

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022,  010250050.35.137.016593), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11   მუხლი:

მუხლი 11. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 150 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარის ოდენობით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი