დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის № 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.137.016672 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/04/2019, 010250000.35.137.016444), კერძოდ:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების, ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „1. საპატიო წოდება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“ ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს წელიწადში ერთხელ, ადიგენელობის დღესასწაულზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ კანდიდატებს: ა) საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე ადიგენის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს გადაეცემათ ჯილდო „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემია“ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ ადიგენელობის დღესასწაულზე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლი ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები