დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016671 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2023 010250050.35.137.016662), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) ამხანაგობის საერთო საკუთრების დამადასტურებელი ცნობა საჯარო რეესტრიდან;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სხვა დოკუმენტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ერთეული შენობა-ნაგებობისათვის – არაუმეტეს 8 000 ლარისა.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დასახელება
|
|
დანართი №3
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის აღრიცხვის ბარათი
|
1. ამხანაგობა ------------------------------------------------------------------------- (დასახელება, მისამართი, რეგისტრაციის რიცხვი, თვე, წელი) ------------------------------------------------------------------------------------------ 2. ამხანაგობის თავმჯდომარის სახელი, გვარი და მოქმედების ვადა ------------- მისამართი -------------------------------------------------------------------------------- პირადი № ----------------- დაბადების თარიღი /---/---/------/ ტელ. --------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ამხანაგობის წევრთა რაოდენობა (ამხანაგობიდან რამდენი წევრი იმყოფება ფაქტობრივ მისამართზე)
• წევრთა სრული რაოდენობა ------------------------------------------ • რეგულარული ---------------------------------------------------------------- • დაკეტილი ---------------------------------------------------------------------- • ქირავნობა ან სარგებლობის სხვა ფორმა ----------------------------------
4. ამხანაგობის მიერ განხორციელებული პროგრამები: (დიახ/ გთხოვთ, მიუთითოთ განხორციელებული სამუშაოების წელი)
• მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სრული ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადრენაჟე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- • მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლების ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 5. შენიშვნა :------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/ / -------- ----------------------- წელი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები