2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024121
288
07/08/2023
ვებგვერდი, 08/08/2023
430210000.10.003.024121
2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2023 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:

1. 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 3,200,000.00 ლარის ოდენობით.

2. 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების  მიხედვით:

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)

ქართული ენა, ლიტერატურა

2250

მათემატიკა

2250

გეოგრაფია

2250

ისტორია

2250

ფიზიკა

2250

ბიოლოგია

2250

ბუნებისმეტყველება

2250

ქიმია

2250

სამოქალაქო განათლება

2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2250

სპორტი

2250

ინგლისური ენა

2250

გერმანული ენა

2250

რუსული ენა

2250

ფრანგული ენა

2250

ქართული, როგორც მეორე ენა

2250

მუსიკა

2250

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2250

ზოგადი განათლების I – IV კლასის მასწავლებელი

2250

 

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი