დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024120 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი;“. 2. მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი: ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს; ბ) ახდენს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; გ) ხელს უწყობს სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას; დ) სამინისტროში, გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების პროცესში და ახორციელებს ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ვ) ახორციელებს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შეფასებას/ანალიზს და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევას/ანალიზს; ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას; თ) ახდენს ინფორმაციის კოორდინაციას სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში პროექტის მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები