დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 13 სექტემბრის №1108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 08/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.22.027.006.811 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.006.811
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1359
2004 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 13 სექტემბრის №1108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 13 სექტემბრის №1108 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №100, მუხ. 855) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „წახალისების ან მათთვის” და ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;”.
2. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ სახსრებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. პასუხისმგებელია ამ სახსრების ეფექტურად ხარჯვაზე და დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები