დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 09/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.148 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №203
2008 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსება;“.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „ჟ“ ქვეპუნქტები:
„თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ი) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვას;
კ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოებას;
მ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადებას;
ნ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ო) სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაციასა და კონტროლს;
პ) საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და კონტროლს;
ჟ) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზებას.“.
3. 27-ე მუხლის „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. 27-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:
„ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში გასაფორმებელი მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება.“.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებიდან მეორე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები