ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93232162
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016010
გ-93. 93232162
04/08/2023
ვებგვერდი, 08/08/2023
000000000.00.167.016010
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93. 93232162

2023 წლის 4 აგვისტო

ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1

მიენიჭოს თამარ მეფის სახელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №2 ქუჩას (ცენტრალურ ქუჩის პარალელური ქუჩა), თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ–ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – ,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე   კარლო ჯამბურია