ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N1 (ცენტრალური) ქუჩისათვის ჰერეთის სახელის მინიჭების თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N1 (ცენტრალური) ქუჩისათვის ჰერეთის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 9323216001
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016009
გ-93. 9323216001
04/08/2023
ვებგვერდი, 08/08/2023
000000000.00.167.016009
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N1 (ცენტრალური) ქუჩისათვის ჰერეთის სახელის მინიჭების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93. 9323216001

2023 წლის 4 აგვისტო

ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №1 (ცენტრალური) ქუჩისათვის ჰერეთის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1

მიენიჭოს ჰერეთის ქუჩის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №1 (ცენტრალური) ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი:ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე     კარლო  ჯამბურია