დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016705 |
|
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2023, 010190020.15.008.016698) დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) ნაწილი II-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში) თავი II (საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართის 1-ის შესაბამისად. ბ) ნაწილი III-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს) თავი III-ით (საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება) განსაზღვრული „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა
|
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების, კომისიის სპეციალური ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.
ყურადღება! საუბნო საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს:
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:
ყურადღება! მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს, საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
კენჭისყრის შენობის მოწყობა საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (30 სექტემბერი) მოაწყოს კენჭისყრის შენობა. კენჭისყრის შენობაში:
ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა გამოიყოს ადგილი სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის. ყურადღება! კენჭისყრის შენობაში ძირითადი საარჩევნო ყუთები თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს და ძირითად საარჩევნო ყუთში მოათავსოს სპეციალურ კონვერტში განთავსებული საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
ყურადღება! თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში. |
დანართი 2
|
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით (პლანშეტური კომპიუტერით) გადაუგზავნოს ცესკოს. ამ მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გადაიღებს და ცესკოში გადააგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები