„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016759
209/04
04/08/2023
ვებგვერდი, 07/08/2023
220090000.18.011.016759
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №209/04

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/05/2012; ს/კ: 220090000.18.011.016071) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულება თანდართული რედაქციით.“.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება არეგულირებს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ასევე, მიკრობანკებისა და უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალების  (შემდგომში – ბანკი) მიერ სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის საკითხებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა