„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №141/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №141/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016760
210/04
04/08/2023
ვებგვერდი, 07/08/2023
220090000.18.011.016760
„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №141/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №210/04

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №141/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №141/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/07/2020; ს/კ: 220090000.18.011.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის“:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. BMatch პლატფორმაზე წვდომას და საბროკერო კოდს სავაჭრო სისტემა სისტემის მონაწილეს აძლევს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში. მის მართებულად გამოყენებაზე პასუხისმგებელია სისტემის მონაწილე. საბროკერო კოდი შეიძლება მიეცეს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და საბროკერო კომპანიას.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის მონაწილე კომერციული ბანკი, მიკრობანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ყოველ საბანკო დღეს სავაჭრო სისტემაში სპეციალურ გვერდზე გამოაქვეყნოს და მუდმივად განაახლოს საკუთარი კოტირებები.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სავაჭრო სისტემაში კლიენტის დავალებით და საბროკერო კოდით უცხოური ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადების წარმოებაზე კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა და/ან საბროკერო კომპანიამ კლიენტს შეიძლება დაუწესოს მხოლოდ ფიქსირებული საკომისიო გადასახადი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემის მონაწილე კომერციულ ბანკებს/მიკრობანკებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგების ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების პირობების შესაბამისად და მხარეთა საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით (თუ მხარეთა შორის გარიგების დადებისას დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული):

ა) ეროვნულ ბანკში ან კომერციულ ბანკში/მიკრობანკში არსებული ლარის საკორესპონდენტო ანგარიშის მეშვეობით ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებისათვის;

ბ) უცხოურ ბანკში ან ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში, აგრეთვე ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშის მეშვეობით უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისათვის.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ გარიგების ერთ-ერთი მხარე არის სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულება, ხოლო მეორე მხარე კომერციული ბანკი/მიკრობანკი, ეს კომერციული ბანკი/მიკრობანკი ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ, თუ მხარეთა შორის დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული. ამასთან:

ა) თუ სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ანგარიშსწორებისთვის დარჩენილია შესაბამისი ვალუტისთვის არსებული ანგარიშსწორების შეზღუდვის/შეჩერების დრომდე 1 საათზე ნაკლები, კომერციული ბანკი/მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება შემდეგ საბანკო დღეს;

ბ) სისტემის მონაწილე კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, თუ ის ანგარიშსწორებას განახორციელებს ამისთვის დადგენილ ვადაში, მიუხედავად იმისა, განახორციელებს თუ არა სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშის მომსახურე კომერციული ბანკი/მიკრობანკი სისტემის მონაწილის ანგარიშზე თანხის ასახვას;

გ) თუ გარიგებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება ხორციელდება იმავე კომერციულ ბანკში/მიკრობანკში არსებულ ანგარიშებზე, ასეთი კომერციული ბანკი/მიკრობანკი უფლებამოსილია სისტემის მონაწილის მიერ განსახორციელებელი ანგარიშსწორების თანხა უაქცეპტოდ ჩამოჭრას სისტემის მონაწილის ანგარიშიდან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება გარიგებით გათვალისწინებულ დღეს განხორციელებულად და არ მიიჩნევა გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა