დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016761 |
|
„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/07/2020; ს/კ: 220090000.18.011.016492) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის“:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოს სავალუტო ბაზარზე მონაწილე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის, ლიცენზირებული მიკრობანკებისთვის, ლიცენზირებული საბროკერო კომპანიებისთვის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის“ შესაბამისად (შემდგომში „ორგანიზებული ბაზარი“).“. 2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სავალუტო ბაზარზე მონაწილეობა – სავალუტო ბაზარზე მონაწილეობად მიიჩნევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბროკერო კომპანიების და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთთან ან კლიენტებთან სავალუტო გარიგების რეგულარული განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები