დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016764 |
|
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი თანდართული რედაქციით.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისათვის, მიკრობანკებისთვის და უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი) აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებსა და ნორმებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“; ბ) 21 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბანკის დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მესამე პირების მიმართ დეპოზიტების სახით ბანკის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების გათვალისწინებით, გარდა საქართველოს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებისა (სებსტატის ინსტიტუციური სექტორის (CL_Sec) კლასიფიკატორის კოდები: G12325, G12333, S13000 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები: S13099, S13100, S13101, S13102, S13200, S13201, S13202, S13300) და ბანკთაშორისი დეპოზიტებისა (სებსტატის ინსტიტუციური სექტორის (CL_Sec) კლასიფიკატორის კოდი S12210 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები). დოლარიზაციის კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის, დეპოზიტების გაანგარიშებაში ასევე შედის ისეთი საცალო სექტორის ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს დეპოზიტისგან განსხვავებული ფორმით (ფასიანი ქაღალდების ან ნასესხები სახსრების ფორმით). ასეთი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დამატებით, წერილობით განმარტოს არადეპოზიტის ფორმის ვალდებულებების დეპოზიტების დოლარიზაციის გაანგარიშებაში მიკუთვნების საკითხი.“; გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული მოთხოვნამდე დეპოზიტები და ერთდღიანი დეპოზიტები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები