დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/296 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016814 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1- 1/583 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040300000.22.024.016059) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი: „მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. შეჩერდეს ამ ბრძანების მე-5 მუხლის „ბ“, „ე“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების მოქმედება 2023 წლის 10 აგვისტომდე. 2. 2023 წლის 10 აგვისტომდე ამ ბრძანების მე-5 მუხლის „ბ“, „ე“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების მიმართ მოქმედებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანების 2023 წლის 24 ივლისამდე მოქმედი წესები.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 10 აგვისტოდან. 3. 2023 წლის 24 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანების 2023 წლის 24 ივლისამდე მოქმედი წესები. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები