დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 8 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
| მიღების თარიღი | 03/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.81.094.016002 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 8 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 8 მარტის №1 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08/03/2023, 040030000.81.094.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების:
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურა ანტიკორუფციული ბიურო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) ანალიტიკური დეპარტამენტი; დ) ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი; ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ვ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი; ზ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი; თ) პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი; ი) მხილების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და რისკების შეფასების დეპარტამენტი; კ) ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი; ლ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი; მ) ანტიკორუფციული განათლების ცენტრი; ნ) საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; ო) სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური.“. ბ) მე-7 მუხლის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ნ“-„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ანალიტიკური დეპარტამენტი ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ინფორმაციის ანალიზი, სტატისტიკის წარმოება, რეკომენდაციების, წლიური ანგარიშების, უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოსათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების მომზადება და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ეთიკის წესების დაცვის საკითხების კოორდინაცია, რომელთა ფარგლებშიც დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი ნორმატიული ბაზის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომების, მოსაზრებებისა და დასკვნების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი წლიური ანგარიშის მომზადება; გ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების მომზადება; დ) სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ე) ბიუროსთან დაკავშირებული, მათ შორის, მისი ინსტიტუციური განვითარების საკითხების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) ბიუროს მიზნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ზ) ბიუროში შემოსული ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება; თ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ეთიკისა და ქცევის ზოგად, ასევე სპეციალურ წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა; ი) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი, რომელთა ფარგლებშიც დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება; გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კოორდინაცია; დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების გაცემა; ე) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა, მონიტორინგის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა, პროგრესანგარიშებისა და წლიური ანგარიშების, ასევე შესრულების შეფასების ანგარიშის მომზადება; ვ) ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა ან/და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების შეუსრულებლობის პრევენციის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით ან/და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ სათანადო ორგანოებსა და ორგანიზაციებში კორუფციული რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; ე) მე-14 მუხლის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის 141-142 მუხლები: „მუხლი 141. მხილების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და რისკების შეფასების დეპარტამენტი მხილების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და რისკების შეფასების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონის შესაბამისად, მამხილებლის დაცვის და ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის შესაბამისად განხორციელებული მხილების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) მამხილებელთა განცხადებების გაანალიზება კორუფციული რისკების შეფასებისა და კორუფციის პრევენციის შესახებ წინადადებების შემუშავებისათვის; დ) მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება, მამხილებლის დაცვის საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა და კანონის შესაბამისად ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ე) საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და კორუფციის რისკის მეთოდოლოგიით შეფასების წესების დადგენა. ამ მიზნებისათვის შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანგარიშების მომზადება; ზ) კორუფციული რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 142. ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის ხელშესაწყობად მისი ტექნოლოგიური განვითარება; ბ) ბიუროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა; გ) ბიუროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარება და წინადადებების შემუშავება; დ) ბიუროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მართვა; ე) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; ვ) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის ხელშესაწყობად შიდა სტანდარტების შემუშავება;“. ზ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ბიუროსა და ბიუროს უფროსის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება; ბ) საზოგადოების ინფორმირება ბიუროს საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა; გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა; დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი; ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება; ვ) ბიუროს გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარდაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია; ზ) სამსახურის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების 141 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების 141 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები