„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.024117
284
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
300310000.10.003.024117
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2023 წლის 3 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 161  მუხლის:

1.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არქიტექტურულ პროექტსა და კონსტრუქციულ სქემას/პროექტს უნდა დაერთოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით“ გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა ან ეროვნული პროგრამის დასტური, ხოლო 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ  − საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილებით განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, ეროვნული პროგრამის დასტურის საფუძველზე.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებში, ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი