დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.149.016001 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №10
2023 წლის 24 მარტი
ქალაქი კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის 22 მარტის №82-822308171 წინადადებით შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2023 წლის 10 თებერვლის №28039 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქრთველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2023 წლის 10 თებერვლის №28039 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სოფელ ახალსოფელში, სოფელ ახალქალაქის ახლად განაშენიანებულ უბანში, სოფელ ახალციხეში, სოფელ ბოჟამში, სოფელ ბორტაში, სოფელ გამდლისწყაროში, სოფელ გომიჯვარში, სოფელ გოსტიბეში, სოფელ გრაკალში, სოფელ გუდალეთში, სოფელ დოესში, სოფელ ეზატში, სოფელ ერთაწმინდაში, სოფელ ვაკეში, სოფელ ვარჯაანში, სოფელ ზადიაანთკარში, სოფელ ზემო რენეში, სოფელ ზემო ხანდაკში, სოფელ თელადგორში, სოფელ თელიანში, სოფელ თეძმისხევში, სოფელ თვალადში, სოფელ თვაურებში, სოფელ თოგოიანში, სოფელ იგოეთში, სოფელ კალოუბანში, სოფელ კოდისწყაროში, სოფელ ლავრისხევში, სოფელ ლამისყანაში, სოფელ მთიულთუბანში, სოფელ მირიანში, სოფელ მიქელწყაროში, სოფელ მრგვალი ჭალაში, სოფელ ნიაბში, სოფელ ნიგოზაში, სოფელ ნოსტეში, სოფელ რკონში, სოფელ სამთავისში, სოფელ სარიბარში, სოფელ სასირეთში, სოფელ ქებაანში, სოფელ ქვემო გომში, სოფელ ქვემო რენეში, სოფელ ქვემო ხანდაკში, სოფელ ყარაფილაში, სოფელ ჩანგილარში, სოფელ ჩაჩუბეთში, სოფელ ჩობალაურში, სოფელ ცხავერში, სოფელ წინარეხში, სოფელ წიფორში, სოფელ ჭყოპიანში, სოფელ ხვითში, სოფელ ხიდისყურში, სოფელ ხოვლეში სახელწოდების არმქონე ქუჩებს სახელწოდებები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები