ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016006
135
26/07/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
000000000.00.119.016006
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება   №135

2023 წლის 26 ივლისი

ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გეოგრაფიული ობიექტების   სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნიწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩების სახელდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია,  ძმები ნინუების ქ. № 1).

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)    გელა ჩოგოვაძე