„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016754
204/04
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
220020000.18.011.016754
„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №204/04

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 22 აპრილის №71/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/04/2019; სარეგისტრაციო კოდი: 220020000.18.011.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:

„ქ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხი  სესხი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს;

ღ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფასიანი ქაღალდი  ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.“.

2. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზედამხედველო კაპიტალი, გარდა მეორადი კაპიტალის სხვა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ინსტრუმენტებისა;“.

3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. 85% სდს განაკვეთი

აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 85% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის სესხები, რომლებსაც 35%-ზე მაღალი წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-20 მუხლებით განსაზღვრულ კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა;

ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ შედის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა