დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.057.016378 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებით (სსმ, 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016204) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასება და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;“; ბ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური;“; გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“; დ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური:“; ე) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“, „ა.კ“ და „ა.ლ“ ქვეპუნქტები: „ა.ზ) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევას ქვეყნის გასაცნობად. შემდგომში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ა.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთსა და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ა.ი) ხელს უწყობს დეპარტამენტის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას; ა.კ) ხელს უწყობს დეპარტამენტის მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, ღონისძიებებსა და აქტივობებში; ა.ლ) ამყარებს კომუნიკაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა უწყებებთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“; ვ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვექვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და რეგისტრაციას, დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;“; ზ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: თ.ა) უზრუნველყოფს შიდა ტურიზმის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას; თ.ბ) ახდენს სამსახურის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში არსებული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების, ტურ-ოპერატორების, ფოტოგრაფების, ექსპერტების, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებისა და ტურიზმის მასტიმულირებელი სხვა დარგების წარმომადგენლებისათვის სარეკლამო, გაცნობითი და მოგზაურობის მასტიმულირებელი ტურების მოწყობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; თ.გ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტების განვითარების, რეკლამირებისა და მოგზაურობის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას; თ.დ) ახდენს შიდა ტურისტული ნაკადის გაზრდისა და მოგზაურობის სტიმულირების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვასა (კულტურული, სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა) და განხორციელებას; თ.ე) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარებისა და მათი ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას; თ.ვ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში თანამონაწილეობას (სახალხო დღესასწაულები, ფესტივალები და სხვა); თ.ზ) მონაწილეობს შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში; თ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის წარმოჩენას, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მისი იმიჯის ფორმირებასა და დაცვას, ასევე, საზო-გადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას დეპარტამენტის საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები