„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 61/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017081
61/ნ
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
470230000.22.035.017081
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №61/ნ

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/01/2019; 470230000.22.035.016573) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი):

ა)  პირველი მუხლის მე-6 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანტენატალური და პერინატალური სერვისის მიწოდება, ამასთან, აღნიშნული სერვისის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ინფორმაცია ასახონ ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის მიწოდება (გარდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული სარეაბილიტაციო მომსახურებისა);“;

ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების შესახებ ინფორმაცია.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი (სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაციის წარმოების წესი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი

დანართი №2

 სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაციის წარმოების წესი

 სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაცია შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ა) პირდაპირი ხარჯები:

ა.ა) სამედიცინო შემთხვევაში (ეპიზოდში) მონაწილე სამედიცინო პერსონალის (გარდა მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციებისა) ხელფასი;

ა.ბ) კონსულტაციები;

ა.გ) სამედიცინო საგნები;

ა.დ) კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები;

ა.ე) სისხლის გადასხმა;

ა.ვ) ლაბორატორიული გამოკვლევები:

ა.ვ.ა) ლაბორატორიული გამოკვლევები (ჰისტომორფილოგიის გარდა);

ა.ვ.ბ) ჰისტომორფოლოგია;

ა.ზ) მედიკამენტები (სამკურნალო საშუალებები):

ა.ზ.ა) მედიკამენტები (ანესთეზიის ეპიზოდზე გახარჯული მედიკამენტების გარდა);

ა.ზ.ბ) ანესთეზიის ეპიზოდზე გახარჯული მედიკამენტები;

ა.თ) პაციენტის კვება;

ა.ი) თითოეული პუნქტი ცხრილის სტრუქტურისაა, სადაც ასახულია EHR-ში, ამ პუნქტის შესაბამის სექციაში დაფიქსირებული მონაცემები (პროცედურები, კვლევები, კონსულტაციები, სამკურნალო საშუალებები);

ა.კ) სამედიცინო საგნების ხარჯების მითითებისას სამედიცინო საგნების არჩევა ხდება სისტემაში არსებული სამედიცინო საგნების ცნობარიდან;

ა.ლ) კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯები შეიცავს გამოკვლევის ყველა ხარჯს, ხელფასის და ზედნადები ხარჯების ჩათვლით, ამიტომ კვლევებში მონაწილე პერსონალის ხელფასი სამკურნალო პროცესში მონაწილე პერსონალის ხელფასების პუნქტში არ მიეთითება. ანალოგიურად გაიწერება სისხლის გადასხმის ხარჯებიც.

ბ) არაპირდაპირი ხარჯები:

ბ.ა) ადმინისტრაციის ხელფასი;

ბ.ბ) ოპერირების ხარჯები;

ბ.გ) უძრავი ქონების ამორტიზაცია/ცვეთა;

ბ.დ) სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობის ამორტიზაცია/ცვეთა.

გ) ფასნამატი:

გ.ა) მიეთითება ერთი მონაცემი (თანხის რაოდენობა), რომელიც მოახდენს ზემოთ მოცემული პუნქტების ხარჯების ჯამზე ფასნამატის თანხის დამატებას, საბოლოო ხარჯის მისაღებად.