„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმების (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“ ცვლილება

„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმების (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“ ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 45-9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016750
45-9
20/07/2023
ვებგვერდი, 03/08/2023
480610000.03.030.016750
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმების (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“ ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას

შორის

საგრანტო შეთანხმების ცვლილება


 

(გადავარჩინოთ ბუნება  საქართველო)

 

Sida-ს კონტრიბუცია No 15169

***

შვედეთის სამეფოს მთავრობასა, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida მიერ („შვედეთი“), და საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ („მთავრობა“), შორის 2021 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ეხება ბიომრავალფეროვნებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესახებ გარემოსდაცვითი სექტორის გეგმის განხორციელებას „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ (პროექტი/პროგრამა) დაფინანსების გზით. ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შეთანხმების ცვლილებაზე, და ჩამოაყალიბონ იგი ქვემოთ მოცემული მუხლების გათვალისწინებით.

თავდაპირველი საგრანტო შეთანხმების პირობები და დებულებები, რომლებიც არ არის ნახსენები ამ საგრანტო შეთანხმების ცვლილების შეთანხმებაში, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.

შეთანხმების ცვლილებები

მუხლი 1. სფერო და წინაისტორია; მუხლი 2. პროექტის/პროგრამის მიზნები; მუხლი 4. გრანტი; მუხლი 5. სახსრების გამოყოფა; მუხლი 7. ფინანსური ანგარიშგება; მუხლი 8. ნარატიული ანგარიშგება; მუხლი 9. შესყიდვა; მუხლი 13. აუდიტი; მუხლი 21. შეთანხმების მოქმედების ვადა; მუხლი 23.  შეტყობინებები.

1. სფერო და წინაისტორია

თავდაპირველი შეთანხმება:

1.3   შვედეთმა მიიღო გადაწყვეტილება გრანტის გაცემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული პროექტის/ პროგრამის განხორციელებისთვის, 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში (მოქმედების პერიოდი).  

შეიცვლება შემდეგნაირად:

1.3 შვედეთმა მიიღო გადაწყვეტილება გრანტის გაცემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული პროექტის/ პროგრამის განხორციელებისთვის, 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში (მოქმედების პერიოდი).

თავდაპირველი შეთანხმება:

1.4 მხარეები შეთანხმდნენ გააფორმონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პირობებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით და ქვემოთ მოცემულ დანართებს, ყველა მათგანი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ჩამოთვლილია პრიორიტეტულობის მიხედვით. კონკრეტულ პირობებსა და დანართებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა კონკრეტულ პირობებს მიენიჭება.  

დანართები:

  1. პროექტი/პროგრამის დოკუმენტი/პირველი წლის სამოქმედო გეგმა და წლიური ბიუჯეტი;
  2. შესყიდვის რეგულაციები (საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მიღებული 2005 წლის 20 აპრილს; ინგლისურენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/en/document/view/31252?publication=58;
  3. Sida-ს ტექნიკური დავალება ორგანიზაციულ აუდიტთან დაკავშირებით;
  4. Sida-ს ტექნიკური დავალება წლიურ აუდიტთან დაკავშირებით.

შეიცვლება შემდეგნაირად:

1.4 მხარეები შეთანხმდნენ გააფორმონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პირობებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით და ქვემოთ მოცემულ დანართებს, ყველა მათგანი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ჩამოთვლილია პრიორიტეტულობის მიხედვით. კონკრეტულ პირობებსა და დანართებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა კონკრეტულ პირობებს მიენიჭება.

დანართები:

  1. პროექტი/პროგრამის დოკუმენტი (2023 წლის 14 თებერვალი) და ბიუჯეტი;
  2. შესყიდვის რეგულაციები (საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მიღებული 2005 წლის 20 აპრილს; ინგლისურენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/en/document/view/31252?publication=58.
  3. Sida-ს ტექნიკური დავალება ორგანიზაციულ აუდიტთან დაკავშირებით;
  4. Sida-ს ტექნიკური დავალება წლიურ აუდიტთან

2. პროექტის/პროგრამის მიზნები

თავდაპირველი შეთანხმება:

2.1  პროექტის/პროგრამის საერთო მიზანია (მიზნებია) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების ჭარბი გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების, კერძოდ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის გზით; როგორც აღწერილია პროექტის/პროგრამის დოკუმენტში, მათ შორის ბიუჯეტში 56 500 000 SEK (შვედური კრონა) ოდენობით, 2021-2024 წწ. (პროექტის/პროგრამის დოკუმენტი/პირველი წლის სამოქმედო გეგმა და წლიური ბიუჯეტი), დანართი A.

შეიცვლება შემდეგნაირად:

2.1  პროექტის/პროგრამის საერთო მიზანია (მიზნებია) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების ჭარბი გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების, კერძოდ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის გზით; როგორც აღწერილია პროექტის/პროგრამის დოკუმენტში, მათ შორის ბიუჯეტში 97 500 000 SEK (შვედური კრონა) ოდენობით, 2021-2025 წწ. (პროექტის/პროგრამის დოკუმენტი და ბიუჯეტი  (დათარიღებული), დანართი A.

4. გრანტი

თავდაპირველი შეთანხმება:

4.1  შვედეთი იღებს პასუხისმგებლობას, დააფინანსოს პროექტი/პროგრამა გრანტის მეშვეობით, მაქსიმუმ 56 500 000 SEK (ორმოცდათექვსმეტი მილიონ ხუთასი ათასი შვედური კრონა) ოდენობით, (გრანტი) შვედეთის პარლამენტის ასიგნებების საფუძველზე.   

შეიცვლება შემდეგნაირად:

4.1  შვედეთი იღებს პასუხისმგებლობას დააფინანსოს პროექტი/პროგრამა გრანტის მეშვეობით, მაქსიმუმ 97 500 000 SEK (ოთხმოცდაჩვიტმეტი მილიონ ხუთასი ათასი შვედური კრონა) ოდენობით, (გრანტი) შვედეთის პარლამენტის ასიგნებების საფუძველზე.

5. Disbursements

თავდაპირველი შეთანხმება:

5.4  ტრანშის ჩარიცხვის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს შვედეთის საელჩოს თბილისში, შეთანხმების სახელწოდების და შენატანის ნომრის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების პრეამბულაში. ტრანშის ჩარიცხვის წერილობით მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს სამინისტროს პასუხისმგებელმა პირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

2021  დეკემბერი    10 000 000 SEK

2022 სექტემბერი    25 500 000 SEK

2023  მარტი            10 000 000 SEK

2023 სექტემბერი    11 000 000 SEK

შეიცვლება შემდეგნაირად:

5.4  ტრანშის ჩარიცხვის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს შვედეთის საელჩოს თბილისში, შეთანხმების სახელწოდების და შენატანის ნომრის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების პრეამბულაში. ტრანშის ჩარიცხვის წერილობით მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს სამინისტროს პასუხისმგებელმა პირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

2021  დეკემბერი    10 000 000 SEK

2022 სექტემბერი      25 500 000 SEK

2023  ივნისი             31 000 000 SEK

2024  აპრილი           15 000 000 SEK

2024 ოქტომბერი     16 000 000 SEK

თავდაპირველი შეთანხმება:

5.11 მთავრობა ადასტურებს, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის/პროგრამისთვის გამოყოფილი ხარჯების დასაფარად, როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმაში.

შეიცვლება შემდეგნაირად:

5.11 მთავრობა ადასტურებს, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის/პროგრამისთვის გამოყოფილი ხარჯების დასაფარად, როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021-2025 წწ. სამოქმედო გეგმაში.

7. ფინანსური ანგარიშგება

თავდაპირველი შეთანხმება:

7.1 მთავრობამ უნდა მოამზადოს და წარუდგინოს შვედეთს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებით, თითოეული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა და 30 დეკემბრისა.

შეიცვლება შემდეგნაირად:

7.1  მთავრობამ უნდა მოამზადოს და წარუდგინოს შვედეთს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებით, პირველი წლისთვის, რომელიც მოიცავს პერიოდს 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2023 წლის 30 ივნისამდე არა უგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა, ხოლო შემდგომ ყოველწლიურად არაუგვიანეს 31 ივლისისა და  31 იანვრისა, ანუ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში. ფინანსური ანგარიშგება და ანგარიშები უნდა მომზადდეს იმ ვალუტაში, რომელშიც მოხდა თანხის გადმორიცხვა და ეროვნულ ვალუტაში (ლარში) და გადმორიცხვის ეროვნულ ვალუტაში დარიცხული თანხის შესაბამისი გაცვლითი კურსის მიხედვით.

თავდაპირველი შეთანხმება:

7.4 ნახევარწლიანი ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიღებული თანხის შესახებ, როგორც გადარიცხვის ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გაცვლითი კურსის შესახებ და ინფორმაციას იმ დღის შესახებ, როდესაც მოხდა თანხის კრედიტირება. ანგარიშში ასევე უნდა მიეთითოს ინფორმაცია საერთო ხარჯის შესახებ, რომელიც დაყოფილია შეთანხმებული საბიუჯეტო პოზიციის შესაბამისად, თითოეულ ანგარიშგების პერიოდში, ასევე ჯამური თანხების შესახებ პროექტის/პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდში.    

შეიცვლება შემდეგნაირად:

7.4 ნახევარწლიანი ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიღებული თანხის შესახებ, როგორც გადარიცხვის ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ვალუტაში წარმოდგენილი თანხების, გაცვლითი კურსის შესახებ და ინფორმაციას იმ დღის შესახებ, როდესაც მოხდა თანხის კრედიტირება. ანგარიშში ასევე უნდა მიეთითოს ინფორმაცია საერთო ხარჯის შესახებ დარიცხვის ეროვნულ ვალუტაში (ლარში), რომელიც დაყოფილია შეთანხმებული საბიუჯეტო პოზიციის შესაბამისად, თითოეულ ანგარიშგების პერიოდში, ასევე ჯამური თანხების შესახებ პროექტის/პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდში.

8. ნარატიული ანგარიშგება

თავდაპირველი შეთანხმება:

8.1  მთავრობა შვედეთს წერილობითი ფორმით წარუდგენს ნარატიულ ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, თითოეული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა და 30 დეკემბრისა.

შეიცვლება შემდეგნაირად:

8.1  მთავრობა შვედეთს წერილობითი ფორმით წარუდგენს ნარატიულ ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, თითოეული წლის არაუგვიანეს 31 ივლისისა და  31 იანვრისა, ანუ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

თავდაპირველი შეთანხმება:

 8.3 ანგარიში უნდა მოიცავდეს პერიოდს 1 დეკემბრიდან 1 ივნისამდე, 1 ივნისიდან 30 დეკემბრამდე და წარდგენილი იქნება მომდევნო ფინანსური წლის 30 ივნისამდე. ნახევარწლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კუმულაციურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პროექტის / პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდს, შემდეგის შესახებ:    

• ანგარიშგების პერიოდში შესრულებული საქმიანობები;

•  მიღწეული შედეგები დაგეგმილ შედეგებთან შედარებით;

• მიღწეული საბოლოო მიზნები დაგეგმილ საბოლოო მიზნებთან შედარებით (ან პროგრესი საბოლოო მიზნების მიღწევის მიმართულებით და დაგეგმილი საბოლოო მიზნების მიღწევის ალბათობის შეფასება); 

•  რისკ-ფაქტორების შეფასება, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიზნების მიღწევაზე, და

•  პროექტის/პროგრამის განხორციელებაში შესაძლო შესწორებების შეფასება, მათ შორის რისკის მართვა;

•  ინფორმაცია პროექტის/პროგრამის შედეგების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

შეიცვლება შემდეგნაირად:

8.3     ანგარიში უნდა მოიცავდეს პერიოდს – 2023 წლის 17 დეკემბერი - 30 ივნისი და წარდგენილი იქნება არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისს და შემდგომ, არაუგვიანეს 31 ივლისისა და  31 იანვრისა ყოველ წელს. ნახევარწლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კუმულაციურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პროექტის/პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდს, შემდეგის შესახებ:     

  • ანგარიშგების პერიოდში შესრულებული საქმიანობები;
  • მიღწეული შედეგები დაგეგმილ შედეგებთან შედარებით;
  • მიღწეული საბოლოო მიზნები დაგეგმილ საბოლოო მიზნებთან შედარებით (ან პროგრესი საბოლოო მიზნების მიღწევის მიმართულებით და დაგეგმილი საბოლოო მიზნების მიღწევის ალბათობის შეფასება); 
  • რისკ-ფაქტორების შეფასება, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიზნების მიღწევაზე, და
  • პროექტის/პროგრამის განხორციელებაში შესაძლო შესწორებების შეფასება, მათ შორის რისკის მართვა;
  • ინფორმაცია პროექტის/პროგრამის შედეგების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

9. შესყიდვა

თავდაპირველი შეთანხმება:

9.1 მთავრობამ უნდა შეისყიდოს პროექტის/პროგრამისთვის საჭირო ყველა ობიექტი შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

9.2  მთავრობამ, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს შვედეთს შესაბამისი დოკუმენტები / ინფორმაცია მისი შესყიდვის მეთოდების, მიღებული გადაწყვეტილებების და ზომების შესახებ, მათ შორის მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების დეტალები და ასლები.

9.3. მთავრობამ შვედეთისგან უნდა მიიღოს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (PIU) კონსულტანტების (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტექნიკურ დავალებაზე და კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებზე.

9.4 მთავრობამ უნდა მიიღოს თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციაზე, აცნობოს შვედეთს გამარჯვებული კომპანი(ებ)ის შესახებ.

შეიცვლება შემდეგნაირად:

9.1 მთავრობამ უნდა შეისყიდოს პროექტის/პროგრამისთვის საჭირო ყველა ობიექტი შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

9.2  მთავრობამ, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს შვედეთს შესაბამისი დოკუმენტები/ინფორმაცია მისი შესყიდვის მეთოდების, მიღებული გადაწყვეტილებების და ზომების შესახებ, მათ შორის მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების დეტალები და ასლები.

13. აუდიტი

თავდაპირველი შეთანხმება:

13.3 აუდიტის ხარჯებს დაფარავს შვედეთი.

შეიცვლება შემდეგნაირად:

13.3 აუდიტის ხარჯებს დაფარავს შვედეთი და გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტში.

21. შეთანხმების მოქმედების ვადა

თავდაპირველი შეთანხმება:

21.1 შეთანხმება ძალაში შევა მისი ბოლო ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში დარჩება 2025 წლის 30 ივნისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება შეწყდება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად ან მანამ, სანამ დაუხარჯავი სახსრები არ დაუბრუნდება შვედეთს და არ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ანგარიშგების მოთხოვნები, როდესაც შეთანხმების ვადა ამოიწურება.

შეიცვლება შემდეგნაირად:

21.1 შეთანხმება ძალაში შევა მისი ბოლო ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში დარჩება 2025 წლის 1 დეკემბრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება შეწყდება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად ან მანამ, სანამ დაუხარჯავი სახსრები არ დაუბრუნდება შვედეთს და არ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ანგარიშგების მოთხოვნები, როდესაც შეთანხმების ვადა ამოიწურება.

23. შეტყობინებები

თავდაპირველი შეთანხმება:

ნებისმიერი კომუნიკაცია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება შენატანის ნომერი და პროექტის / პროგრამის სახელი და უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:

შვედეთი,

შვედეთის საელჩო თბილისში. 

განვითარების თანამშრომლობის განყოფილების საყურადღებოდ,  ერიკ ილესი.                                

მთავრობა,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის საყურადღებოდ.

წინამდებარე შეთანხმება გაფორმდა ინგლისურ ენაზე ორ ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი გადაეცემა თითოეულ მხარეს. 

შეიცვლება შემდეგნაირად:

ნებისმიერი კომუნიკაცია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება შენატანის ნომერი და პროექტის / პროგრამის სახელი და უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: 

შვედეთი,

შვედეთის საელჩო თბილისში.

განვითარების თანამშრომლობის განყოფილების საყურადღებოდ,  ერიკ ილესი.

მთავრობა,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას საყურადღებოდ.

წინამდებარე შეთანხმება გაფორმდა ინგლისურ ენაზე ორ დედნად, თითო დედანი გადაეცემა თითოეულ მხარეს. 

 

თბილისი 18.07.2023

 

თბილისი 20.07.2023

ადგილი და თარიღი

 

ადგილი და თარიღი

საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ

 

შვედეთის სამეფოს მთავრობა, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ

ხელმოწერა

 

ხელმოწერა

 

ოთარ შამუგია

 

 

ერიკ ილესი

სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით

 

სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით