დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017381 |
|
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016466) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს მოსამსახურე, რომელსაც საქართველო კანონმდებლობის ან სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე აქვს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება;“; გ) ,,ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღი; თ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს: თ.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: თ.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას; თ.ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტს; თ.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს;“. 2. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. გამოცდის სახეები და მათი ჩაბარების წესი“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. გამოცდის სახეები 1. გამოცდის სახეებია: ა) გამოცდა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენისათვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ბარდება შესაბამისი გამოცდა.“. 4. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამოცდას აბარებს პირი, რომელსაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად სურს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მიღება.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ელექტრონული ან მატერიალური სახის განცხადება, რომელშიც მიეთითება, რა სახის იარაღის (თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი) შეძენა სურს განმცხადებელს; განცხადებაში ასევე აღინიშნება შესაბამის გამოცდაზე დაშვების მოთხოვნა;“; ბ.ბ) ,,დ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამოცდაზე არ დაიშვება პირი: ა) თუ იგი არ არის შესაბამისი იარაღის შეძენისათვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს მიღწეული; ბ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ იგი დაავადებულია ფსიქიკურად ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გამოცდაზე პასუხგასაცემი ბილეთების რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა კანდიდატის მიერ პასუხგასაცემი ბილეთების რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდაზე კანდიდატმა უნდა უპასუხოს 15 ბილეთს. კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 13 ქულა.“. 6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაცია გამოცდის შედეგების შესახებ.“. 7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები