„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.017728
296
02/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
010240030.22.033.017728
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №296

2023 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.  იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს მოადგილე, მის უფლებამოსილებას ასრულებს მის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ამ მუხლის დებულებების მიუხედავად, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფლებამოსილების შესრულება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაეკისროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთ თანამშრომელს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი