დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017379 |
|
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ასევე, იარაღის ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების (მათ შორის, ჩამოწერის), იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის, იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის, იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესსა და პირობებს.“; ა.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-8 პუნქტები: „5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმისწარმოების (შემდგომ – საქმისწარმოება) დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნა ან უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინება. 6. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. სააგენტო უფლებამოსილია არ მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს საქმის წარმოებისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა ან მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ელექტრონული სახით, თუ: ა) სააგენტოს ან/და სააგენტოს მიერ საქმისწარმოების მიზნებისათვის გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონული ბაზები შეიცავს წარმოსადგენ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას; ბ) წარმოსადგენი დოკუმენტი ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება სააგენტოში; გ) დაინტერესებული პირი სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გზით, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული, მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტის ელექტრონული ეგზემპლარის ან ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტის ასლის ხელმისაწვდომობას; დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს არ აქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში მოძიებული ინფორმაციის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის გაკეთების ან ელექტრონული სახით შენახვის ვალდებულება.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; ბ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი – იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია ან/და გადაკეთებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნების სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში; გ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმუხტება ლულაში დენთის, ტიზისა და ჭურვის ლულის წინა კვეთიდან განცალკევებულად მოთავსებით და რომელშიც დენთი ალდება კაჟის ქვის, ფითილის ან კაფსულის და ლითონის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლით; დ) იარაღის მესაკუთრე ან მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება; ე) ავტორიზებული მესაკუთრე − იარაღის მესაკუთრე, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს №84 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად რეგისტრირებულია ავტორიზებულ პირად; ვ) მოსარგებლე – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ეროვნული მართვის მოწმობა; თ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ი) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს: ი.ა) იარაღი, სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით (აღნიშნულ შემთხვევაში, იარაღის დროებითი მოწმობა დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, იარაღთან ერთად გადაიტანოს ამ იარაღისთვის განკუთვნილი, ექსპერიმენტული გასროლისათვის საჭირო რაოდენობის ვაზნა); ი.ბ) იარაღი, შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით; ი.გ) იარაღი, შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ი.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი, სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარდგენის მიზნით; ი.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი, შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, ასევე, დაურეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული იარაღის დამზადების ან/და შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და უკან შენახვის ადგილზე ან სააგენტოში დაბრუნების მიზნით, თუ აღნიშნული განპირობებულია იარაღის ბალისტიკური შემოწმების საჭიროებიდან გამომდინარე; ი.ვ) იარაღი, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში გადატანისა და უკან შენახვის ადგილზე ან სააგენტოში დაბრუნების მიზნით, თუ აღნიშნული განპირობებულია იარაღის ბალისტიკური შემოწმების საჭიროებიდან გამომდინარე; ი.ზ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა (არაუმეტეს 300 ვაზნისა), იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ი.თ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა (არაუმეტეს 300 ვაზნისა), შენახვის ადგილიდან დროებით სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და შესაკეთებლად მიტანისა და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ი.ი) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი, მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და შესაკეთებლად მიტანისა და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ი.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისაგან შეძენილი იარაღი, სააგენტოში დადამღვისათვის ან/და იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისათვის წარდგენისა და შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით (აღნიშნულ შემთხვევაში, იარაღის დროებითი მოწმობა დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, იარაღთან ერთად გადაიტანოს ამ იარაღისთვის განკუთვნილი, ექსპერიმენტული გასროლისათვის საჭირო რაოდენობის ვაზნა); კ) რეგისტრაცია − სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემების იარაღის სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (შემდგომ − იარაღის რეესტრი) პირველადი აღრიცხვა (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია) ან შემდგომი აღრიცხვა (გადაფორმება), იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა ან გაცემული იარაღის შეძენის ნებართვის სახის შეცვლა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ლ) გადაფორმება − რეგისტრაცია, რომელიც დაკავშირებულია რეგისტრირებულ იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემასთან (გასხვისება, მემკვიდრეობა და სხვ.); მ) ხელახალი რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად იარაღის რეესტრში ასახული ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ვ“ ქვეპუნქტისა და გადაფორმებისა) განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა (მათ შორის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ახალი სარეგისტრაციო მონაცემის დამატება, სარეგისტრაციო მონაცემის გაუქმება, ასევე, გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლა იწვევს შეცვლილი სარეგისტრაციო მონაცემის იურიდიული ძალის დაკარგვას; ნ) სარეგისტრაციო მონაცემი − ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემი (ინფორმაცია), რომელიც დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და აისახება იარაღის რეესტრსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში (დადგენილი ნიმუშის შესაბამისად); ო) იარაღის ჩამოწერა – საკუთრების უფლებაზე უარის თქმის გამო მესაკუთრის მიერ იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტის სააგენტოსათვის უსასყიდლოდ ჩაბარება; პ) შეძენის ყუა (დანართი №1) – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს; ჟ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; რ) იარაღის არასრული დაშლა – იარაღის დაშლა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე, იარაღში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევებით, თუ იარაღის კონსტრუქცია იძლევა ამის შესაძლებლობას; ს) დამატებითი ძირითადი ელემენტი – რეგისტრირებული ან პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილი იარაღისგან კონსტრუქციულად განცალკევებული ძირითადი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს და გამოიყენება იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებული ძირითადი ელემენტების დადგენილი წესით დროებით ჩასანაცვლებლად; ტ) იარაღის შენახვის ადგილი − სააგენტოს მიერ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო საქმის წარმოების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ადგილი, სადაც მესაკუთრეს ან მოსარგებლეს ეძლევა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შენახვის უფლება. იარაღისა და საბრძოლო მასალის იარაღის შენახვის ადგილის გარდა სხვა ადგილზე შენახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით. იარაღის შენახვის ადგილი წარმოადგენს სარეგისტრაციო მონაცემს, რომელიც სავალდებულო წესით აისახება იარაღის რეესტრსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში; უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია; ფ) დამზადებული იარაღის მოწმობა – დამზადებული იარაღის მონაცემების ამსახველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს; ქ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ან ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 112 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი; ღ) ტირის/სასროლეთის მფლობელი − დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე; ყ) ფედერაცია − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი); შ) სპორტული ორგანიზაცია − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა; ჩ) სამონადირეო პროფილის იურიდიული პირი − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; ც) ავტორიზებული პირი ან ვაჭრობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს ავტორიზებული პირის სტატუსი; ძ) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, დაწესებულება ან სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლება ან ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სააგენტოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება (მათ შორის, ჩამოწერა) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარება, ასევე, ამ წესში მითითებული რომელიმე სხვა მომსახურების გაწევა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.“; გ) მე-3 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხოლო ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში, სააგენტოში სავალდებულო წესით რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) ფიზიკური პირის მიერ შეძენილი/კუთვნილი თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი და მათი ძირითადი ელემენტები; ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირის საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ასევე, მისი ძირითადი ელემენტები; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემული იარაღი; დ) ტირის/სასროლეთის მფლობელის კუთვნილი ის სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან სროლაც დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე დასაშვებია საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად, ასევე, მისი ძირითადი ელემენტები; ე) ფედერაციისა და სპორტული ორგანიზაციის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღები და მათი ძირითადი ელემენტები; ვ) სამონადირეო პროფილის იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები. 3. რეგისტრაციისა და ხელახალი რეგისტრაციის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა A, B, C, D, F, G, H და I კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. ამასთან, იარაღის რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით დასტურდება: ა) სააგენტოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13-143 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა; ბ) იარაღზე და მის დამატებით ძირითად ელემენტებზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება; გ) იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს: ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული იმ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომლებზეც გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა; ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას: ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული იმ თავდაცვის გაზის (აირი) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომლებზეც გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; ბ.ბ) იმ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომელთა მესაკუთრე ფიზიკურ პირს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების) უფლება; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომლებსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებაში არსებულ იმ იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − მოსარგებლეზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა; ე) F კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაციისას, თუ აღნიშნული ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შედეგად იარაღის საერთო სიგრძე იცვლება, ისე რომ იწვევს იარაღის ტიპის (გრძელი იარაღის მოკლე იარაღად ან პირიქით) ცვლილებას და თუ ძირითადი ან/და დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღი საჭიროებს სხვადასხვა სახის იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას. ამასთან, რეგისტრაციითა და F კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობით დასტურდება: ე.ა) იარაღზე იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 55 სმ-ს და იგი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს; ე.ბ) იარაღზე იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 55 სმ-ს და იგი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლ იარაღს; ვ) G კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ტირის/სასროლეთის მფლობელის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას; ზ) H კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას; თ) I კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამონადირეო პროფილის იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.“; დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. სააგენტო იარაღის, ასევე, მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას (მათ შორის, ჩამოწერას) ახორციელებს დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის ან უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იარაღის, ასევე, მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შედეგად იარაღის რეესტრში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები: ა) მესაკუთრის და მოსარგებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მესაკუთრე იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი); ბ) იარაღის სახე, მარკა, მოდელი, ტიპი, ლულის ტიპი, კალიბრი (ყალიბი), საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე, გამოშვების წელი (არასავალდებულო); გ) დამატებითი ძირითადი ელემენტის სახე და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) იარაღის (გარდა პისტოლეტის და რევოლვერისა) საერთო სიგრძე; ე) იარაღის (გარდა პისტოლეტის და რევოლვერისა) საერთო სიგრძე მასზე დამატებითი ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრებისას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამატებითი ძირითადი ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრება არ იწვევს იარაღის საერთო სიგრძის ცვლილებას); ვ) სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლება) ნებართვის სახე (მხოლოდ მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში), გაცემის საფუძველი და თარიღი, ასევე, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაუქმების/ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი და თარიღი; ზ) იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების/ძალადაკარგულად გამოცხადების (მათ შორის, ჩამოწერის) საფუძველი და თარიღი; თ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, კატეგორია, გაცემისა და გაუქმების თარიღი; ი) იარაღის შენახვის ადგილი; კ) იარაღის დადამღვის შემთხვევაში, ინფორმაცია დადამღვის თარიღისა და დადამღული საიდენტიფიკაციო ნომრის ან სააღრიცხვო ნომრის შესახებ; ლ) რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 3. სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება იარაღის ბალისტიკური შემოწმებით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა), ასევე, სააგენტოს მიერ გამოცემული ან სააგენტოში დაცული/წარდგენილი საქმისწარმოებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტებით. იარაღის, ასევე, მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის იარაღზე და მის ძირითად ელემენტზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება უნდა დასტურდებოდეს უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სასამართლოს აქტით ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით. 4. სააგენტოს მიერ იარაღის და მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ: ა) მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი ან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოდგენილი იარაღი ან მისი ძირითადი ელემენტი არ ექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას/ხელახალ რეგისტრაციას; ბ) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი; გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, აკრძალულია წარმოდგენილი იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება; დ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია სააგენტოში წარდგენილი იარაღის ძირითადი ელემენტის სამოქალაქო ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენება; ე) არ იქნა წარდგენილი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის, იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ვ) არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი პირის თანხმობა ამ წესის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ზ) მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებისა, დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს სააგენტოში იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტის დადგენილი წესით წარდგენას; თ) საქმისწარმოების შედეგად ვერ დგინდება ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა); ი) არსებობს ბალისტიკურ შემოწმებაზე ან ექსპერიმენტულ გასროლაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბალისტიკურ შემოწმებას ან ექსპერიმენტულ გასროლას); კ) დაინტერესებულ პირზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას/ხელახალ რეგისტრაციას; ლ) არ იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის ან/და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. 5. იარაღის რეგისტრაცია უქმდება: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას; ბ) თუ არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების საფუძველი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იარაღის შეძენის ნებართვას ან/და რეგისტრაციას დაკარგული აქვს იურიდიული ძალა; გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 352 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; დ) თუ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ან „დ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესაძლო არსებობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას; ე) თუ დაინტერესებული პირის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო საქმისწარმოების დაწყებას/დასრულებას; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ზ) თუ გაიცა იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა; თ) თუ იარაღის მესაკუთრემ ან მოსარგებლემ დაკარგა იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლება; ი) განხორციელდა იარაღის შემდგომი რეგისტრაცია (ახალი რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში ძველი რეგისტრაცია კარგავს იურიდიულ ძალას); კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 6. იარაღის რეგისტრაციის გაუქმებით უქმდება იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და იარაღის შეძენის ნებართვაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რეგისტრაციის გაუქმების შედეგად პირი კარგავს ყველა იმ უფლებას, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა რეგისტრაციით, ასევე, იარაღის შეძენის ნებართვისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. 7. იარაღის შეძენის ნებართვის იურიდიული ძალის დაკარგვის შემთხვევაში, იარაღის რეგისტრაცია და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ითვლება იურიდიული ძალის არმქონედ. 8. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვის, იარაღის რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმებისათვის საჭირო საქმისწარმოება შემოიფარგლება იარაღის რეესტრში იარაღის შეძენის ნებართვის, იარაღის რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ასახვითა და აღნიშნულის შესახებ დაინტერესებული პირისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ინფორმირებით. 9. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 352 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან შესაბამისი საქმისწარმოება ითვალისწინებს მხოლოდ იარაღის რეესტრში იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის, იარაღის რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის იურიდიული ძალის დაკარგვის თაობაზე ინფორმაციის ასახვას. 10. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის შეძენის ნებართვის, იარაღის რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შედეგად, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, კარგავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის განახორციელა სააგენტომ იარაღის შეძენის ნებართვის, იარაღის რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის იარაღის რეესტრში ასახვა. 11. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის, იარაღის რეგისტრაციის ან/და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმებიდან ან/და იურიდიული ძალის არმქონედ მიჩნევიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს იარაღის გადაფორმება, ჩამოწერა, იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარება. 12. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იმავე მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით. 13. იარაღის საერთო სიგრძე მიეთითება იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში, კერძოდ, გრაფაში „კალიბრი“, მარჯვენა კიდესთან (ლათინური ასო „L“ და სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებში), ხოლო იარაღის საერთო სიგრძე დამატებითი ძირითადი ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებისას აისახება გრაფაში „დამატებითი ძირითადი ელემენტები“, ყველა იმ დამატებითი ძირითადი ელემენტის გასწვრივ, რომელიც გავლენას ახდენს იარაღის საერთო სიგრძეზე (ლათინური ასო „L“ და სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებში).“; ე) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41 1. მესაკუთრე ფიზიკურ პირს და მოსარგებლეს იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენის მომენტისთვის მასზე გაცემულია შესაბამისი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა. ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. მესაკუთრე ფიზიკური პირი, მოსარგებლე, ასევე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“-„ჩ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენიდან 10 დღის ვადაში განახორციელონ: ა) საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღზე, კონსტრუქციით გათვალისწინებული იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტით შეცვლა (იარაღზე მისი კონსტრუქციულად დამაგრება) და ასეთი სახით შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის სააგენტოში რეგისტრაცია; ბ) შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაცია (იარაღის პირველადი რეგისტრაციისას დასაშვებია შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის იარაღთან ერთად, დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით დარეგისტრირება. ამ შემთხვევაში იარაღის პირველადი და ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად, ერთიანი პროცესით). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იარაღის ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ხორციელდება იარაღის ხელახალი რეგისტრაციის გზით (შემდგომ − ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია). ამასთან, იარაღის ძირითადი ელემენტის შესახებ მონაცემები (სახე, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის მიზანი, იარაღის საერთო სიგრძე) აისახება იარაღის რეესტრში და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში (საამისოდ განკუთვნილ ველებში). 4. დაინტერესებული პირის მიერ იარაღის ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის შემთხვევაში); ბ) განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის მიზანი; გ) იარაღის ძირითად ელემენტზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ლეგალიზაციის შემთხვევისა); დ) დაინტერესებულ პირზე შესაბამისი ტიპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის ან/და რეგისტრაციის დამადასტურებელი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად); ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა); ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მესაკუთრე ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა, განახორციელოს შეცვლილი და რეგისტრაციის არმქონე იარაღის ძირითადი ელემენტის ჩამოწერა და იმავე იარაღის დამატებით ძირითად ელემენტად რეგისტრაცია ან მის საკუთრებაში არსებული სხვა იარაღის ძირითად ან დამატებით ძირითად ელემენტად რეგისტრაცია, ასევე, გადაფორმება/გასხვისება ან საკომისიო წესით ჩაბარება. 6. რეგისტრირებულ იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების, საკუთრების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის, ან საკუთრების უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში სავალდებულოა იარაღის ხელახალი რეგისტრაცია. 7. დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შედეგად, მესაკუთრეს/მოსარგებლეს უფლება აქვს ხელახალი რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტით დროებით ჩანაცვლება (იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრება). დადგენილი წესით რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტის იარაღზე დროებით კონსტრუქციული დამაგრება არ მიიჩნევა იარაღის გადაკეთებად. 8. იარაღის გადაკეთებად არ მიიჩნევა იარაღის კონდახის შეცვლა ან იარაღზე დამხმარე მოწყობილების დაყენება-მოხსნა, თუ: ა) აღნიშნულით არ იცვლება იარაღის საერთო სიგრძე ან იცვლება, თუმცა, იგი არ იწვევს იარაღის ტიპის შეცვლას (გრძელი იარაღის მოკლე იარაღად ან პირიქით); ბ) აღნიშნული გავლენას არ ახდენს იარაღის კვალწარმოქმნაზე; გ) აღნიშნულით არ ხდება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იარაღის რომელიმე კონსტრუქციული ელემენტის პირვანდელი სახის შეცვლა (გადაჭრა, შედუღება, დეფორმირება). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო იარაღის ხელახალი რეგისტრაცია. 10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გასხვისებული ძირითადი ელემენტის ახალი შემძენის მიერ რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილი წესით, ამასთან, შემძენს არ მოეთხოვება ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისთვის ძირითადი ელემენტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.“; ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. სააგენტოს მიერ იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იარაღის შენახვის ადგილად ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია განისაზღვროს: ა.ა) ნებართვის მფლობელის რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი; ა.ბ) ნებართვის მფლობელის საკუთრებში ან თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი); ა.გ) მესამე პირის საკუთრებაში არსებული ნებართვის მფლობელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის მისამართი; გ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შენახვის ადგილად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია განისაზღვროს ფედერაციის იურიდიული მისამართი ან ფედერაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის მისამართი; დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სამონადირეო პროფილის იურიდიული პირის მისამართი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის შენახვის ადგილად ფიზიკური პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა ფიზიკურ პირს რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს აღნიშნულ მისამართზე ფიზიკური პირის ფაქტობრივად ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის ნამდვილობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის მდებარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება და არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია, იარაღი და საბრძოლო მასალა შეინახოს მხოლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ ადგილზე. 4. დასაშვებია მესაკუთრემ ან მოსარგებლემ გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ასევე, ნებართვის მფლობელმა ის თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც გაცემულია იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, იარაღის შენახვის ადგილის გარდა დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ მის მიერ ადგილზე (არსებული პირობების გათვალისწინებით), უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. 5. დასაშვებია ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის მიერ მისი ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე პირის კუთვნილი სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან სპორტული შეჯიბრების ჩატარების ადგილზე დროებითი შენახვა, თუ უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. 6. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“-„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის ადგილად შესაძლებელია განისაზღვროს ამ დაწესებულების მიერ მითითებული ადგილი. 7. იარაღის შენახვის ადგილის გარდა იარაღის სხვა ადგილზე შენახვა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) დასაშვებია იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შედეგად, იარაღის რეესტრში სარეგისტრაციო მონაცემად განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილის შეცვლის შემდეგ. 8. რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის/გარემოების დადგომის, აგრეთვე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს ახალ საცხოვრებელ ადგილზე იარაღის შენახვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოში იარაღის რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ. 9. დაუშვებელია იმ იარაღის ტარება, რომელზეც იარაღის შეძენის ნებართვა გაცემულია შენახვის უფლებით. ასეთი იარაღის შენახვის ადგილიდან სხვა ადგილზე გადატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“; ზ) მე-6 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან/გარემოების დადგომიდან 10 დღის ვადაში დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის მიზნით. 2. იარაღის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო. იარაღის ხელახალი რეგისტრაცია სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ფაქტობრივად შეიცვალა იარაღის რეესტრში რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის დროს ასახული ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი (გარდა იარაღის გადაფორმების საფუძვლის წარმოშობისა); ბ) წარმოიშვა ამ წესის 41 მუხლის მე-2, მე-5 ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; გ) თუ გადაკეთდა იარაღი (მათ შორის, თუ გადაკეთების შედეგად იცვლება რეგისტრაციისას აღრიცხული ძირითადი ელემენტებით ან/და დამატებითი ძირითადი ელემენტებით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე); დ) დაკარგული ან დაზიანებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღსადგენად/შესაცვლელად; ე) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გაუქმებული რეგისტრაციის აღსადგენად; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის შემთხვევაში); ბ) დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი სააგენტოსთან ურთიერთობას აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით) და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განცხადება; დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; ე) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა); ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“; თ) მე-7 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღის ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; თ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; თ.გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები: „12. თუ იარაღზე შეძენის ნებართვა გაცემულია შენახვისა და ტარების უფლებით, ნებართვის მფლობელის მიერ ამ იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენა დასაშვებია იარაღის დროებითი მოწმობის გარეშე. 13. დაურეგისტრირებელი დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის მიზნით იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე წარმოდგენა ხდება იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ იარაღზე შეძენის ნებართვა გაცემულია თუ არა შენახვისა და ტარების უფლებით.“; ი) 111 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ − სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი (შემდგომ − რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; კ) 111 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა მესაკუთრე ინდივიდუალურმა მეწარმემ და იურიდიულმა პირმა იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი; ბ) დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი სააგენტოსთან ურთიერთობას აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით) და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განცხადება; დ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტი (გარდა ლეგალიზაციის შემთხვევისა); ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა); ვ) მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალის გადასატანად, ასევე, ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ან დამამზადებლის მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოსადგენად, იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის სახელზე. 3. იარაღის დროებითი მოწმობით იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანის უფლება შეიძლება მიენიჭოს: ა) იარაღის რეესტში ასახულ იარაღის მესაკუთრეს (ან მის წარმომადგენელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში) ან მოსარგებლეს; ბ) იარაღის შემძენს, თუ მოთხოვნის მომენტისთვის იარაღი არ არის რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია, მაგრამ აშკარაა, რომ რეესტრში ასახული იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე ვერ უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანას, ან იგი თანახმაა აღნიშნული განახორციელოს იარაღის შემძენმა (მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი.ა“, „ი.ე“, „ი.ვ“ ან „ი.კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში); გ) მემკვიდრეს (მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი.ა“, „ი.ე“, „ი.ვ“ ან „ი.კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში); დ) უფლებამოსილ პირს, თუ ეს საჭიროა საჯარო უფებამოსილების განსახორციელებლად.“; ლ) I1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის I2 და I3 თავები: „თავი I2 ნასამართლობის გამო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების წესი მუხლი 127 1. პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იწვევს მის სახელზე არსებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) არ უქმდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში. 3. მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია გაასხვისოს მასზე რეგისტრირებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა დაკარგავს იურიდიულ ძალას და მოხდება იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა. მუხლი 128 1. სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ − სამინისტრო) მიღების შემდეგ ამუშავებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომ − საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი). 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის იურიდიული მისამართის (რეგისტრაციის ადგილის) მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში, მათ შორის, მიეთითება მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი. შეტყობინებას, აგრეთვე, ერთვის პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ეგზავნება იარაღის შენახვის ადგილის და არა მსჯავრდებულის იურიდიული მისამართის (რეგისტრაციის ადგილის) მიხედვით, თუ: ა) მსჯავრდებული რეგისტრირებულია მისამართის გარეშე; ბ) შეუძლებელია მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის იდენტიფიცირება; გ) მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილზე შეზღუდულია საქართველოს იურისდიქცია. 5. თუ სარეგისტრაციო ჩანაწერში მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილად მითითებულია რამდენიმე ადგილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ეგზავნება იარაღის შენახვის ერთ-ერთი ადგილის მიხედვით. 6. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულ შეტყობინებას ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − იარაღის შენახვის ადგილის მიხედვით უგზავნის მსჯავრდებულს და განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის. მუხლი 129 1. თუ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ წესის 128 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური). 2. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს შეტყობინების მსჯავრდებულისთვის გონივრულ ვადაში ჩაბარებას და ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გაგზავნას. მუხლი 1210 1. თუ მსჯავრდებულს შეტყობინება ვერ ჩაბარდა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შეტყობინება ბრუნდება ფოსტაში და გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება მას. 2. შეტყობინების მსჯავრდებულისთვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შეტყობინება ბრუნდება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო გამოქვეყნების მიზნით. 3. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად. 4. ამ წესის 128 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება ხდება მისი სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 5. შეტყობინება მსჯავრდებულისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 6. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე უფლებამოსილია პირადად უზრუნველყოს მსჯავრდებულისთვის შეტყობინების ჩაბარება.
მუხლი 1211 1. მსჯავრდებული ვალდებულია შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაასხვისოს მასზე რეგისტრირებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რეგისტრირებული იარაღის გასხვისება შესაძლებელია: ა) იარაღის გადაფორმებით; ბ) იარაღის ჩამოწერით; გ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარებით; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებით. 3. იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 1212 1. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის გასხვისებისთვის მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლისთანავე, აღნიშნულის შესახებ ატყობინებს სააგენტოს. 2. სააგენტო, შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებულია თუ არა იარაღი. 3. თუ ამ წესით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მსჯავრდებულის სახელზე კვლავ ირიცხება რეგისტრირებული იარაღი, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უქმდება იარაღის რეგისტრაცია. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო აწვდის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 4. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულის სახელზე აღარ ირიცხება რეგისტრირებული იარაღი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, უფლებამოსილ პოლიციელს გამოაქვს დადგენილება იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევის შესახებ და უზრუნველყოფს მის აღსრულებას. 6. ჩამორთმეული იარაღი ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი I3 რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმებისა და იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი მუხლი 1213 1. დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია განახორციელოს შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლი. 2. იარაღის ბრუნვის კონტროლი შესაძლოა განხორციელდეს, მათ შორის, რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმებით, საჭიროებისამებრ, მაგრამ თითოეულ შენახვის ადგილზე არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ. 3. იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმება (შემდგომ − შემოწმება) ხორციელდება მესაკუთრის თანხმობით. 4. თუ იარაღი იურიდიული პირის საკუთრებაა, შემოწმება ხორციელდება ამ იურიდიული პირის წარმომადგენლის თანხმობით. იურიდიული პირის წარმომადგენელზე ვრცელდება მესაკუთრის ამ წესით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები. მუხლი 1214 1. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილზე შეამოწმოს კვირის ნებისმიერ დღეს, 08:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე მონაკვეთში. 2. პოლიციელი უფლებამოსილია მესაკუთრეს წინასწარ აცნობოს შემოწმების თარიღი და დრო. მესაკუთრესთან დაკავშირების მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში (შემდგომ − მონაცემთა ბაზა) გადაამოწმოს მისი ტელეფონის ნომერი. 3. პოლიციელი უფლებამოსილია შემოწმების თარიღის განსაზღვრისას გაითვალისწინოს მესაკუთრის დღის რეჟიმი და მხედველობაში მიიღოს მისი შესაძლებლობა, კონკრეტულ დღესა და დროს იმყოფებოდეს იარაღის შენახვის ადგილზე. 4. სატელეფონო ან პირადი გასაუბრებისას პოლიციელი მესაკუთრეს განუმარტავს: ა) შემოწმების სამართლებრივ საფუძველს; ბ) შემოწმების ნებაყოფლობითობას; გ) შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესამოწმებელი იარაღის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარმოდგენის ვალდებულებას, რომლის დარღვევაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს სამართალდამრღვევის სახელზე რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციას. 5. მესაკუთრესთან სატელეფონო (დანართი №8) ან პირადი გასაუბრების (დანართი №9) შემდეგ პოლიციელი ადგენს ოქმს. ოქმი უნდა შედგეს მაშინაც, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს შემოწმებაზე. 6. პირადი გასაუბრების ოქმი (დანართი №9) დგება ორ ეგზემპლარად. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მესაკუთრე. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს. მუხლი 1215 1. შემოწმების მიზნით იარაღის შენახვის ადგილზე მისული პოლიციელი უფლებამოსილია თან იქონიოს და საჭიროების შემთხვევაში იხელმძღვანელოს შესამოწმებელი იარაღების ნუსხით, რომელშიც მითითებულია შესამოწმებელი იარაღების რაოდენობა, მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), საიდენტიფიკაციო ნომერი, აგრეთვე, ინფორმაცია იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის სახისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორიის შესახებ. 2. შემოწმება ტარდება მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით. აღნიშნული პირების მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებას აგრეთვე შეიძლება დაესწროს ქმედუნარიანი მესამე პირი. ამ პუნქტით განსაზღვრულ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა მიეთითოს იარაღის შემოწმების ოქმში (დანართი №10). 3. პოლიციელი ვალდებულია შემოწმების დაწყებამდე მესაკუთრეს/მის მიერ უფლებამოსილ პირს განუმარტოს ამ წესის 1214 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. 4. შემოწმების მიზნით იარაღის შენახვის ადგილზე მისული პოლიციელი უფლებამოსილია, მესაკუთრის/მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობით შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში, სადაც ინახება იარაღი ან სთხოვოს მესაკუთრეს/მის მიერ უფლებამოსილ პირს დაკეტილი სათავსის ან/და კარის გაღება და შეამოწმოს იარაღის შენახვის პირობების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 5. შემოწმების პროცესში მესაკუთრის/მის მიერ უფლებამოსილი პირის იმგვარი ქმედება, რაც გამორიცხავს პოლიციელის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას, ითვლება შემოწმებაზე უარის თქმად. მუხლი 1216 1. შემოწმების პროცესში პოლიციელი და მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან დაიცვან იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის, დარწმუნდნენ რომ შესამოწმებელი იარაღი განმუხტული და საბრძოლო მასალისგან განცალკევებულია. 2. შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე მესაკუთრეს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. შემოწმების პროცესში იარაღის გადაკეთების შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში პოლიციელი აღნიშნულ იარაღს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლუქავს და ექსპერტიზისთვის გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს. 4. შემოწმების დასრულების შემდეგ პოლიციელი ადგენს იარაღის შემოწმების ოქმს (დანართი №10), რომელშიც აისახება შემოწმების შედეგები. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს. 5. თუ მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი პოლიციელის იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების მიზნით გამოცხადების შემდეგ უარს აცხადებს შემოწმებაზე, შემოწმება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული შემოწმება უნდა შეწყდეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის შემოწმების ოქმში (დანართი №10) მიეთითება შესაბამისად შემოწმების არ დაწყების ან შეწყვეტის საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. 7. თუ შემოწმება ვერ შედგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით ან ამ წესის 1215 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღი პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღეში. მუხლი 1217 1. თუ შემოწმებაზე მისულ პოლიციელს იარაღის შენახვის ადგილზე არ დახვდა მესაკუთრე/მის მიერ უფლებამოსილი პირი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი მესაკუთრეს უგზავნის შეტყობინებას (დანართი №11) ფოსტის მეშვეობით და განუსაზღვრავს 7-დღიან ვადას მის მიერ მოთხოვნილი იარაღის პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარმოსადგენად. 2. მესაკუთრეს შეტყობინება ეგზავნება იურიდიული მისამართის (რეგისტრაციის ადგილის) მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. მესაკუთრეს შეტყობინება ეგზავნება რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილის მიხედვით, თუ: ა) მესაკუთრე რეგისტრირებულია მისამართის გარეშე; ბ) შეუძლებელია მესაკუთრის რეგისტრაციის ადგილის იდენტიფიცირება; გ) მესაკუთრის რეგისტრაციის ადგილზე შეზღუდულია საქართველოს იურისდიქცია. 4. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს შეტყობინების მიღებაზე, უფლებამოსილი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშნავს, რის შემდეგაც შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად. 5. თუ მესაკუთრეს შეტყობინება ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინება ბრუნდება ფოსტაში და გონივრულ ვადაში განმეორებით იგზავნება. 6. შეტყობინების მესაკუთრისთვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შეტყობინება ბრუნდება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო გამოქვეყნების მიზნით. 7. შეტყობინება მესაკუთრისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი დადგენილი წესით სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 8. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე უფლებამოსილია პირადად უზრუნველყოს მესაკუთრისთვის შეტყობინების ჩაბარება. 9. შეტყობინების ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მესაკუთრე ვალდებულია მოთხოვნილი იარაღები შემოწმების მიზნით წარადგინოს პოლიციის შესაბამის დანაყოფში. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ წესის 1216 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს სამართალდამრღვევის სახელზე რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციას. მუხლი 1218 1. იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით პოლიციის შესაბამის დანაყოფში მიტანა და შენახვის ადგილზე დაბრუნება ხორციელდება სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შეტყობინების (დანართი №11) საფუძველზე. 2. მესაკუთრე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მისაღებად გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. 3. მესაკუთრე ვალდებულია იარაღის პოლიციის შესაბამის დანაყოფში მიტანისას და მისი შენახვის ადგილზე დაბრუნებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის გადატანისა და გადაზიდვის წესი. 4. თუ მესაკუთრეს 5-ზე მეტი იარაღი აქვს, პოლიციელის თანხმობის შემთხვევაში, ამ იარაღების პოლიციის შესაბამის დაწესებულებაში შესამოწმებლად წარმოდგენა შეიძლება მოხდეს რამდენიმე ეტაპად. პოლიციელი უფლებამოსილია განსაზღვროს წარმოსადგენი იარაღების რიგითობა. 5. პოლიციის შესაბამის დანაყოფში იარაღის შემოწმება ხორციელდება ამ წესის 1215 მუხლის პირველი პუნქტისა და 1216 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 6. პოლიციის შესაბამის დანაყოფში იარაღები მოწმდება მესაკუთრის თანდასწრებით. შემოწმების დასრულების შემდეგ მესაკუთრე ვალდებულია წარმოდგენილი იარაღები დააბრუნოს შენახვის ადგილზე. 7. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარმოდგენილი იარაღების შემოწმებაზე, აღნიშნული მიიჩნევა შემოწმების მიზნით იარაღის პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენის ვალდებულების დარღვევად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად იწვევს იარაღის კონფისკაციას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ წესის 1217 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრების შესახებ და უზრუნველყოფს მის აღსრულებას.“; მ) 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 141 1. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს აღნიშნული იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.“; ნ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19 პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღსა და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.“; ო) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იარაღის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა“; პ) 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 201 1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა აგრეთვე დასაშვებია ექსპონირების მიზნით. 2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობას. 3. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია, თუ მის ლულაში დენთი, ტიზი და ჭურვი არ არის მოთავსებული. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნისას მფლობელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ერთჯერადად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნისას მფლობელი ვალდებულია წინასწარ მიმართოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის დრო, გადამტანი პირის ვინაობა, მარშრუტი და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის რაოდენობა, აღნიშნული იარაღის მარკა და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ განცხადების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემის შემთხვევაში.“; ჟ) IVთავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „თავი IV1 ვაზნის გადამუხტვის შესახებ შეტყობინების წესი მუხლი 261 1. ფიზიკური პირი უფლებამოსილია პირადი მოხმარების მიზნით განახორციელოს სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალისა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიის გარეშე. 2. პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას. მუხლი 262 1. პირი, რომელსაც სურს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეატყობინოს შესაბამის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ − პოლიციის დანაყოფი). 2. ამ წესით დადგენილი შეტყობინების გარეშე ვაზნის გადამუხტვა წარმოადგენს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება ხორციელდება შესაბამის პოლიციის დანაყოფში წერილობითი განცხადების (დანართი №12) შევსებით, რომლის ერთი ასლიც გადაეცემა განცხადების ავტორს. 4. პირმა განცხადებაში უნდა მიუთითოს: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) ტელეფონის ნომერი; გ) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), ხოლო თუ ვაზნის გადამუხტვა განხორციელდება საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ადგილას, აგრეთვე, ვაზნის გადამუხტვის ადგილი (მისამართი); დ) იმ იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის ვაზნის გადამუხტვაც სურს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენს. განცხადებაში მითითებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს პოლიციის დანაყოფს. მუხლი 263 1. ვაზნის გადამუხტვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას (დანართი №12) პოლიციის დანაყოფი უგზავნის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, ამ წესის 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისა და ვაზნის გადამუხტვის მსურველი პირის მონაცემების საინფორმაციო ბაზაში აღრიცხვის მიზნით. 2. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის პოლიციის დანაყოფისთვის მიწოდებასა და ვაზნის გადამუხტვის მსურველი პირის მონაცემების საინფორმაციო ბაზაში აღრიცხვას. 3. თუ არსებობს ვაზნის გადამუხტვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოება, აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ატყობინებს პოლიციის დანაყოფს. აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელი, განცხადების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვაზნის გადამუხტვის მსურველ პირს ატყობინებს, რომ მას არ აქვს უფლება განახორციელოს ვაზნის გადამუხტვა. თუ არ წარმოშობილა ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, პირი უფლებამოსილია პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა განახორციელოს განცხადების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ. მუხლი 264 1. პოლიციის დანაყოფის მოსამსახურე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს პირი აკმაყოფილებს თუ არა პირადი მოხმარების მიზნით სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას, მოსამსახურე უფლებამოსილია პირის მიერ განცხადებაში (დანართი №12) მითითებული მონაცემები, მათ შორის, გადაამოწმოს სააგენტოს საინფორმაციო ბაზებში. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, წვდომა აქვს იარაღის რეესტრზე. 3. თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ პირი არღვევს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის (თოფისთვის) განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვის შემთხვევებისა), აღნიშნული წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს.“. რ) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი იარაღი გრძელი იარაღია, სააგენტო არ ახორციელებს იარაღის რეგისტრაციასთან/ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებასა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგენას.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ამუშავებს სამინისტროში 2023 წლის 1 აგვისტოს შემდეგ მიღებულ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს.
2. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს ვაზნის გადამუხტვის მსურველ პირთა საინფორმაციო ბაზის ფორმირება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები