„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017383
55
01/08/2023
ვებგვერდი, 01/08/2023
140130000.22.034.017383
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №55

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/10/2015, 140130000.22.034.016465) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №1);“;

) „ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

.) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი“;

ბ.ბ) მე-2-მე-7 საგამოცდო ბილეთები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიზანშეწონილია თუ არა გაზის (აირის) იარაღის გამოყენება შემხვედრი ქარისა და ჩაკეტილი სივრცის (ოთახი, ლიფტი და ა.შ.) შემთხვევაში:

ა. არ არის მიზანშეწონილი;

ბ. მიზანშეწონილია.

3. დასაშვებია თუ არა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თავდაცვის გარდა სხვა დანიშნულებით:

ა. დასაშვებია;

ბ. არა, არ არის დასაშვები;

გ. დასაშვებია ნადირობისათვის.

4. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი:

ა. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ატაროს რეგისტრირებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ. ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, ატაროს (მასზე) რეგისტრირებული გაზის (აირის) იარაღი.

5. სად უნდა შეინახოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი:

ა. მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა;

ბ. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახულ საცხოვრებელ ადგილას;

გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ორივე ადგილას.

6. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს:

ა. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში);

ბ. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალასთან ერთად;

გ. საბრძოლო მასალისგან განცალკევებული, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის.

7. აქვს თუ არა უფლება თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს:

ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს;

ბ. დიახ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება;

გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს;

დ. არა, არ აქვს.“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება;

ა. არა, სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (დახურული ან ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები);

ბ. დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას.“;

) „ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის მე-4 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. როგორ უნდა გადაიტანოს პირმა თავის საკუთრებაში არსებული სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი:

ა. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში); არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან;

ბ. საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის;

გ. საკუთარი სურვილისამებრ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ჭელიძე