„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017380
52
01/08/2023
ვებგვერდი, 01/08/2023
140120000.22.034.017380
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №52

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

 


„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ჭელიძე



„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი

მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი (შემდგომ − წესი) ადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების (შემდგომ − შეტყობინება) საჯარო გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ამ წესის აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უფლებამოსილი დანაყოფების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.


მუხლი 2
1. სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი პირს შეტყობინებას უგზავნის იურიდიულ მისამართზე (რეგისტრაციის ადგილი) ფოსტის მეშვეობით.

2. თუ პირს შეტყობინება ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინება ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. შეტყობინების პირისთვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შეტყობინება ბრუნდება სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფში.

მუხლი 3

1. პირისთვის შეტყობინების განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფის მოსამსახურე ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ შეტყობინებას არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“  „საჯაროდ გამოქვეყნებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებების“ ველში.

2. შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. შეტყობინება მსჯავრდებულისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მუხლი 4

1. შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ იარაღების სარეგისტრაციო მოწმობების ნომრების სრული სია, რომელთა მესაკუთრესაც გაეგზავნა შეტყობინება და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საჯაროდ გამოქვეყნებული შეტყობინების შინაარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის მონიშვნითა და შესაბამის ველში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და გვარის მითითებით.

მუხლი 5

1. შეტყობინების გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეტყობინების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი ვალდებულია შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2. შეტყობინება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე.