„მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის №169/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 196/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016753
196/04
01/08/2023
ვებგვერდი, 02/08/2023
220090000.18.011.016753
„მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის №169/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №196/04

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის №169/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 ივლისის №169/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge; 06/07/2023; 220090000.18.011.016742) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში მიკრობანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა