,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018328
73/ნ
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
430210000.22.022.018328
,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №73/ნ

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის №55/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 10/06/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017130) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. TUBITAK შეთანხმებით ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შერჩევით გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიებისათვის.“;

2. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) კომისია – საქართველოს და თურქეთის ექსპერტებისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის (ქართველ ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) TUBITAK-თან შეთანხმებით დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენას და გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისიის (თურქეთის ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

გ) ფონდთან შეთანხმებით  გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;“.

4. მე-7 მუხლის  ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში წარდგენილი სრული პროექტის ინგლისური ვერსია და მისი ქართული თარგმანი.“;

5. მე-9 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 – 104 პუნქტები: 

„101. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა კომისიას (ქართველ ექსპერტთა ჯგუფს).

102. კომისიის (ქართველ ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებული პროექტების რანჟირებულ სიას ფონდი  უგზავნის TUBITAK-ს.

103. ფონდი TUBITAK-დან იღებს კომისიის (თურქეთის ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებულ პროექტების რანჟირებულ სიას.

104. ფონდისა და TUBITAK-ის მიერ შეფასებული პროექტებიდან ერთობლივი შეთანხმებით შეირჩევა დასაფინანსებელი პროექტები, რომელსაც ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) TUBITAK-ის და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის კომისიის შეფასების კრიტერიუმები:

კრიტერიუმი

აღწერა

ქულა

წონა

მაქს. ქულა

ქულა

1. პროექტის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ხარისხი

გთხოვთ, შეაფასოთ საპროექტო წინადადების მეთოდოლოგიური/კონცეპტუალური/თეორიული წვლილი შესაბამის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგში და, ასევე, განსაზღვროთ საპროექტო წინადადების ხარისხი და ინოვაციის პოტენციალი (მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია, კვლევის მიზნების ხარისხი)

0-5

x1

5

 

2. მეთოდოლოგია

გთხოვთ, შეაფასოთ საპროექტო განაცხადში აღწერილი სამეცნიერო მეთოდოლოგიის ხარისხი და კვლევის დიზაინის ეფექტურობა პროექტის მიზნებისა და კვლევის ამოცანების გათვალისწინებით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ კვლევის ტექნიკა (მონაცემთა შეგროვების ხერხები, გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მონაცემთა ანალიზის მეთოდები), არსებული ლიტერატურის გათვალისწინებით.

0-5

x1

5

 

3. პროექტის მენეჯმენტი, პერსონალი და ინფრასტრუქტურა

გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის სამუშაო გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა და პროექტის წარმდგენი პერსონალის კომპეტენცია და ექსპერტიზა ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პოტენციალის კუთხით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ პროექტში მოხსენიებული ინსტიტუციების ინფრასტრუქტურის, მართვის სტრუქტურისა და პროცედურების შესაბამისობა, რისკების მართვის გათვალისწინებით.

0-5

x1

5

 

4. პროექტის შედეგი და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა

გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის შესაძლო მოკლე და გრძელვადიანი შედეგები, პროექტის მიერ შეტანილი წვლილი სამეცნიერო საზოგადოებისთვის (აკადემიური, ეკონომიკური, კომერციული და სოციალური შედეგები) და, ასევე, შეაფასეთ პროექტის წვლილი შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისა და კვლევის შედეგების პოტენციური მომხმარებლების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

0-5

x1

5

 

ჯამური ქულა

(მაქსიმალური 20)

 

 

 

 

 

.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი