„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის №88/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის №88/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 93/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016851
93/04
11/04/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
220010000.18.011.016851
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის №88/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №93/04

2024 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის №88/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის №88/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/07/2021, ს/კ: 220010000.18.011.016569) დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, კერძოდ: საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე; სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს; საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით; საკრედიტო ორგანიზაციების სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგს პრუდენციული ფორმების წარმოების გზით; საკრედიტო რისკების ანალიზის პროცესის გაუმჯობესებას მონაცემების ხელმისაწვდომობის ზრდისა და შესადარი მონაცემების გენერირების საშუალებით; საზედამხედველო სტრესტესტების წარმოებას; საკრედიტო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის დისტანციური და ადგილზე შემოწმების პროცესის მართვას; საზედამხედველო მონაცემების გამოყენების ეფექტიანობაზე ზრუნვას ავტომატიზებული თანამედროვე რაოდენობრივ-სტატისტიკური და ანალიტიკური სისტემების გამოყენებით; ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული რაოდენობრივ-სტატისტიკური მოდელების რისკის შეფასებას; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის პერიოდულად სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებას;  აგრეგირებული მონაცემების გამოყენებას როგორც რეკონსილაციისთვის, ასევე შიდა რეპორტინგისთვის; სექტორული კვლევების მომზადებას; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სცენარების, ანალიზების ჩატარებას; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დანერგვის ხელშეწყობას. ამასთან, საკრედიტო რეესტრის მიზანია შეამსუბუქოს ანგარიშგების ტვირთი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის და საკრედიტო რეესტრის მონაწილე სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ანგარიშგების  ეფექტური და მარტივი გზით წარმოდგენის შესაძლებლობის შექმნით; საკრედიტო რეესტრის მონაცემების გამოყენება ასევე შესაძლებელია სამეცნიერო კვლევების განხორციელების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავება დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით, გარდა საკრედიტო რეესტრის მონაწილეებისთვის შემაჯამებელი ანგარიშების გაზიარების შემთხვევისა, მათ შორის, მათი გამოქვეყნების გზით.“;

) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე.

7. ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, უფლება აქვს გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პირზე გავრცელდება ამ წესის მოთხოვნები.“.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი;“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა შედგება საკრედიტო რეესტრის მონაწილეებისგან ყოველთვიურად მოწოდებული მონაცემებისგან. კომერციული ბანკი, მიკრობანკი და საკრედიტო რეესტრის ყველა სხვა მონაწილე ვალდებულია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს საკრედიტო რეესტრის მონაცემები.“.

4. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშაოს შიდა პროცედურა, რომლითაც უნდა განისაზღვროს ინფორმაციის მიმოცვლის და წვდომის უფლებები, უზრუნველყოს პერსონალური ინფორმაციის დაცულობა საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და მსგავს ინფორმაციაზე წვდომა მიანიჭოს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ ამ წესით განსაზღვრული მონაცემები, მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა