დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-91. 91232093 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.166.016007 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-91.91232093
2023 წლის 28 ივლისი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად:
მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდაში, დარჩიეთში, ზიარში, ფხოველში, ბაკურციხეში, მუკუზანში, ზეგაანში, ზემო კაჭრეთში, კაჭრეთში, კახიფარში, კოლაგში, მელაანში, ნანიანში, ქოდალოში, ყიტაანში, ჩალაუბანში და ჭერემში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
მუხლი 2. განკარგულება დაეგზავნოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 10 დღის ვადაში გამოქვეყნების მიზნით.
მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).
ვანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები