დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3537-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.021039 |
3537-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
090000000.05.001.021039
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 204-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებული, რომელიც არის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაცემულ იქნეს სამხედრო ნაწილის, სამხედრო შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3537-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები