დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 31/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.41.046.016026 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016015) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები, სავარაუდო შესაბამისი ბაზრის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;”. ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: ზ1) მითითება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიმდინარე ან/და დასრულებული სასამართლო დავის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის დართვით):“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო საკითხს შეისწავლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას.“. 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააგენტო უფლებამოსილია, იმავე დავის საგანზე, იმავე მოპასუხე მხარის/მხარეების მიმართ წარმოდგენილ რამდენიმე საჩივართან დაკავშირებით, დაიწყოს ერთიანი მოკვლევა.“. 4. დანართი №1-ით დამტკიცებული საჩივრის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი №1 საჩივარი
□ ვადასტურებ, რომ საჩივარში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მომჩივანი/მომჩივანის წარმომადგენელი ------------------------------------
ხელმოწერა ---------------
თარიღი ---------------
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები