დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3509-XIIIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.05.001.021037 |
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საკლასო ჩინებს;“. 3. მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და საკლასო ჩინი. მათი ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 111 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. 112 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;“. 7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;“. 8. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“. 9. 22-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მოსამსახურის, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში შეეზღუდა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში 1. 2025 წლის 1 იანვრამდე: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით; ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით; გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას. 2. წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 3. იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4−მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-4−მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3509-XIIIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები