„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3516-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.021041
3516-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
140070000.05.001.021041
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი გამოიყენება საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილი/მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ან ინციდენტის შემთხვევაში, თუ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თავდაცვის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

2. მე-16 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები.“.

3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მშვიდობიანობის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ურთიერთქმედების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3516-XIIIმს-Xმპ