დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 395 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016499 |
|
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30.12.2022, სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016477) დამტკიცებულ დანართში, „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“:
1. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მოსწავლეებისა, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ასევე ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულისთვის, რომლისთვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს საქართველოს მოქალაქედ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ „კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება- მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით”, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებასა და სტიმულირებას, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.“. 2. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 40 სტუდენტზე (სემესტრის ფარგლებში 20 სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, სასურველია კონკურსში მონაწილე სტუდენტს მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სხვადასხვა აქტივობებში, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით ან/და საგანმანათლებლო პროექტებში. ასეთ სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან შედარებით.“. 3. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მერვე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჩარიცხულია/სწავლობს შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე: ვეტერინარი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ფერმერი, ფარმაცია, საექთნო საქმე, გიდი, მშენებლობის წარმოება, რძის პროდუქტების წარმოება, სატყეო საქმე.“. 4. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მეათე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემას საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეზე, რომელიც პროგრამის მოქმედების პერიოდში მოიპოვებს გამარჯვებას ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები