დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016475 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №69 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge 02/11/2018 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016335) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) სახელმწიფო რწმუნებულს. 2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები ან/და საჯარო მოხელეები; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული არაუმეტეს 2 წევრი; დ) საზოგადო მოღვაწეები ან/და საპატიო წოდების მქონე პირები.“. 3. დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სიმბოლური საჩუქარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა დამზადებას უზრუნველყოფს მერია. 3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხდება წელიწადში ერთხელ „ტყიბულქალაქობის“ სახალხო დღესასწაულზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები