გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 ივნისის №43 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 ივნისის №43 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016571
18
28/07/2023
ვებგვერდი, 31/07/2023
010250050.35.166.016571
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 ივნისის №43 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 28 ივლისი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის №43 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 ივნისის №43 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 06/06/2022, 010250050.35.166.016538) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი“:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მომსახურე ორგანიზაციის/მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დედანი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, რესურსული მეთოდის გამოყენებით;“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული პროექტი;“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობის მიერ შემოტანილ განცხადებებს, რომლებსაც განიხილავს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც ადგილზე შემოწმებით ადგენს შესასრულებელი სამუშაოების აუცილებლობასა და წარმოდგენილი დეფექტური აქტისა და ხარჯთაღღრიცხვის  შესაბამისობას წინამდებარე წესით დადგენილ პირობებთან და წარმოადგენს შესაბამის დასკვნას, რომლის საფუძველზეც მერია იღებს გადაწყვეტილებას;“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მერიაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, შესაბამისი აკრედიტებული ექსპერტის დადებით დასკვნასთან ერთად, რომლის საფუძველზე, ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში მერია ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი