„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.166.016570
17
28/07/2023
ვებგვერდი, 31/07/2023
330010040.35.166.016570
„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 28 ივლისი

ქ. გურჯაანი

 

„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 07/06/2023, 330010040.35.166.016566) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის’’  47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და  საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ისსაქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და  საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ მე-10 მუხლი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება

1. პირს, ვის მიმართაც საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირის მიერ არის გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში.

2. პირს, ვის მიმართაც საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვაზე არის გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“.

4. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––       

                                             (რიცხვი, თვე, წელი)

2. შედგენის ადგილი: ––––––---------------------------------------------------

3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––––---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––--––––––––----------------------------–––

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა);­ იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------------------------------------------------––----------------------------------------

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კოდექსის –––-----–– მუხლის –––------–– ნაწილით.

7. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი

8. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): –––––––––––––––––––––––––––––––------

(მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)

9. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––-–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება)

10.  მიმღები მოლარე: –––––---------–––––    ––––––------------––––

                                        (ხელმოწერა)                    (თარიღი)   

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ––––------------------––––––

მოწმე:    –––––––––––––––

               (ხელმოწერა)

ოქმის შემდგენელი:  ––––––––------------–––––––

                                           (ხელმოწერა)

 

სამართალდამრღვევი:   ––––––––--------------–––––––

                                                (ხელმოწერა)

 

ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: ––––––––––––––-----------–––––––––––––––––------------------------------------------------------

 

 

ნაწილი II

საჯარიმო ქვითრის ყუა №

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.

1. –––––––––––––––––––––––––––––––

        (გადამხდელის სახელი და გვარი)

2. –––––––––––––––––––––––––––––––

            (გადამხდელის მისამართი)

3.––––––––––––––––––––––––––––––––

                    (ჯარიმის ოდენობა)

4.––––––––––––––––––––––––––––––––

    (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი, ნაწილი)

5. –––––––––––––––––––––––––––––––

    (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6. –––––––––––––––––––––––––––––––

   (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე:–––––––––––––––

                                        (ხელმოწერა)

8. შემომტანი:–––––––––––––––––––––

                                    (ხელმოწერა)

 

 ბ.ა.

თარიღი: –––––––––––––––––––––––––

                      (რიცხვი, თვე და წელი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

 

 

 

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა  კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის –    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი №13) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში – ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის 10 დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24)  გასაჩივრების შესახებ.  

სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის (საჯარიმო ქვითრის –   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) მისთვის ჩაბარებიდან, ასევე ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისათვის სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

დამკვეთი:                                                                                                                        

დამამზადებელი:

მისამართი:                                                                

სემგს-ის რეგისტრაციის № “.

 

5. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 3, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №3

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

         ––––––––––––––––––– 20  --     წ .                                                                 -----------------------

                                                                                                                                 ოქმის შედგენის ადგილი

 

         1.–––––––––––––––––-----------------------------------

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------–––––,

(ოქმის შემდგენელი პირის  თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი.

    სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.

 

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:

 

 

სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება:

 

 

სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი:

 

 

სამართალდარღვევის შინაარსი: ------------------------------------------------------------------------

 

 

 

რაც გათვალისწინებულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––,

(მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. მე, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––,

(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.

 

4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერებით.

ოქმი შევადგინე:                             –––––––––––––––––––––––––––––––

                                                                               ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა

 

ოქმს გავეცანი:                              –––––––––––––––––––––––––

                                                                        სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა

მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):

––––––––––––––––––––––––––––––––             ––––––––––––––––––                ––––––––––––––––––––––––

      სახელი, გვარი                                              მისამართი, პირადი ნომერი                ხელმოწერა

 

–––––––––––––––––––––––-–––––––                 –––––––––––––––––––             ––––––––––––––––––––––––

      სახელი, გვარი                                        მისამართი, პირადი ნომერი                             ხელმოწერა

 

დაზარალებულები:

––––––––––––––––––––––––––––––––              ––––––––––––––––               ––––––––––––––––––––––––

      სახელი, გვარი                                           მისამართი, პირადი ნომერი                           ხელმოწერა

 

–––––––––---–––––––––––––––––––––              –––––––––––––––                ––––––––––––––––––––––––

      სახელი, გვარი                                         მისამართი, პირადი ნომერი                              ხელმოწერა

 

5. ოქმის ასლი ჩავიბარე:

––––––––––––––---------–––––––––––––           ––––––––––––––––      –––––––––––––––––––––

სამართალდამრღვევის სახელი, გვარი        მისამართი, პირადი ნომერი           ხელმოწერა

 

შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

 

დამკვეთი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი

დამამზადებელი:

მისამართი:

სემგს-ის რეგისტრაციის № “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი