დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 02/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016692 |
|
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი ერთზე მეტი სახის არჩევნებში:
ა) რეგისტრაციაში გატარების მიზნით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა; ბ) აკრედიტაციაში გატარების მიზნით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, აკრედიტაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა. |
| მუხლი 2 |
2023 წლის 1 ოქტომბრის ერთ-ერთი სახის არჩევნებისათვის:
ა) რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათი დამკვირვებლები რეგისტრირებულად ჩაითვალონ: 2023 წლის 1 ოქტომბრის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელი არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ ვადაში. ბ) აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები აკრედიტირებულად ჩაითვალონ 2023 წლის 1 ოქტომბრის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელ არჩევნებში აკრედიტაციის სურვილის თაობაზე აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები