დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ს-49 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - აწარმოე საქართველოში |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-49
2023 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების/აქტივობების განხორციელების ვადები |
|
1 |
ბიზნესიდეების მიღება |
3.04.2023-27.04.2023 |
|
2 |
ბიზნესიდეების განხილვა |
3.04.2023-14.05.2023 |
|
3 |
ბიზნესიდეების ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა |
14.05.2023-19.05.2023 |
|
4 |
პოტენციურ ბენეფიციარებთან სამეწარმეო ტრენინგი |
19.05.2023-12.06.2023 |
|
5 |
ბიზნესგეგმის მიღება |
19.05.2023-23.06.2023 |
|
6 |
ბიზნესგეგმის განხილვა |
19.05.2023-29.06.2023 |
|
7 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი/ინსპექტირება |
19.05.2023-18.07.2023 |
|
8 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
19.05.2023-31.07.2023 |
|
9 |
გამარჯვებულების გამოვლენა |
31.07.2023-09.08.2023 |
|
10 |
ბიზნესგეგმების გასაჩივრება |
09.08.2023-11.08.2023 |
|
11 |
საჩივრების განხილვა |
09.08.2023-23.08.2023 |
|
12 |
ხელშეკრულებების გაფორმება |
09.08.2023-30.08.2023 |
|
13 |
ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა |
09.08.2023-18.10.2023 |
|
14 |
თანამონაწილეობის მონიტორინგი №1 |
09.08.2023-23.10.2023 |
|
15 |
გრანტის თანხის გადარიცხვა |
09.08.2023-03.11.2023 |
|
16 |
ბენეფიციარების მიერ გრანტის ხარჯვა |
09.08.2023-13.01.2024 |
|
17 |
გრანტის თანხის ხარჯვის მონიტორინგი №2 |
09.08.2023-20.01.2024 |
|
18 |
დამატებითი ტრენინგი |
09.08.2023-06.12.2023 |
|
19 |
შემაჯამებელი მონიტორინგი №3 |
26.02.2024-07.07.2024 |
|
20 |
დამატებითი მონიტორინგი |
19.05.2023-13.07.2024 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები