„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17370
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/07/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016711
17370
18/07/2023
ვებგვერდი, 31/07/2023
000000000.00.00.016711
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17370

2023 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების, ასევე იმ საწარმოების, რომელთა მიმართაც დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მონაცემების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემდეგი წესით:“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდგომ, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდება რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან. რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის დადგომისას, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი თანხები აისახება ავტომატურად;

2) იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა შეწყდა, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, რეაბილიტაციის გეგმის დაწყების თარიღით, უფლებამოსილი პირის მიერ აისახება თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩენილია (გადასახდელია) რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით;“;

ბ) 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტების მოქმედება ასევე ვრცელდება იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებსაც 2023 წლის 10 ივლისის მდგომარეობით დამტკიცებული აქვთ რეაბილიტაციის გეგმა და მათ მიმართ გამოყენებულია ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა