დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360100000.22.023.016823 |
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესის შესახებ
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2908 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ : |
1.
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან. |
|
დანართი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მიერ სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე ამ წესის აღსრულების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 2 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2908 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს (შემდგომში – პირი), მის მიმართ გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უგზავნის დეპარტამენტი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალდამრღვევს აღნიშნული დოკუმენტები ბარდება ხელზე). 2. თუ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და გზავნილს აბრუნებს. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება. 3. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. პირის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება დეპარტამენტში საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით. 5. უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალდამრღვევს აღნიშნული დოკუმენტები ბარდება ხელზე), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში საჯაროდ ქვეყნდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 3 1. პირისთვის დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს მათ დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას დეპარტამენტის ვებგვერდზე – www.des.gov.ge-ზე. 2. დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მუხლი 4 1. დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოტანილია დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. 3. დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დადგენილებასთან/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი სხვა დოკუმენტების ნახვა. მუხლი 5 1. საჯაროდ გამოქვეყნებული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტი ვალდებულია დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 2. დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია ეს ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 6 1. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები