დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170020.22.026.017089 |
|
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.016186) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მოსწავლეთა რიცხოვნობა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მოსამსახურეთა შვილებზე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ – ჰოსპიტალი) სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირების შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტაში, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მოსამსახურეთა შვილები, რომლებიც ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში გადალახავენ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დაწესებულ პროცენტულ მაჩვენებელს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები