„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016456
10
28/07/2023
ვებგვერდი, 01/08/2023
010250050.35.165.016456
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2023 წლის 28 ივლისი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 27/12/2022, სარეგ.კოდი 010250050.35.165.016442  ) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ა)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა და 18 წლამდე ბავშვთა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე.

ბ)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება.  სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების  ღირებულებას.

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსება 400 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.

დ) შშმ პირების დასაქმების  და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო კურსის დაფინანსება 1000 ლარამდე თანხით.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.

ე) „ა“,“ბ“  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ე.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.

ე.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

ე.გ) დაბადების მოწმობის ასლი.

ე.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა.

ე.ვ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

ე.ზ) წინასწარი ინვოისი სასწავლო დაწესებულებიდან.

ვ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“ -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.

ზ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსდება 20000 ლარით. “

2. დადგენილების დანართის  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, 18 წლამდე ასაკის პირების, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 80 %-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფებისათვის 600 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად.“

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული   200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა, 18 წლამდე ასაკის პირთა,  ასაკით პენსიონერ პირთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირთა, სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 500 ლარამდე სრულად, ხოლო ხუთასი ლარიდან ზევით თანხის 50 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა.“

3. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციართა, შშმ პირთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ და დევნილ პირთა, ვეტერანთა, 18 წლამდე ასაკის პირთა,   ასაკით პენსიონერთა, გულ-სისხლძარღვთა დაავდების მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პირთა, ფენილკეტონურიით, ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა, მედიკამენტებით დახმარება  ხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 300, 500 და 800 ლარამდე თანხით.“

4. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის პირველ  პუნქტს  დაემატოს  „გ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში და სადაზღვეო კომპანიიდან წარმოადგენს  მომსახურების დაფინანსებაზე უარის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ონკოლოგიურ პაციენტს მომსახურება დაუფინანსდება უარის წარმოდგენის გარეშე).“

5. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი