„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016822
2-647
09/08/2023
ვებგვერდი, 10/08/2023
360010010.22.023.016822
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-647

2023 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ 360010010.22.023.016327) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ (დანართი №1) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ​1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლი;“

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ​2) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;“

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი;“.

3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი;“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა​1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლი;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა​2) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სამართალდამრღვევისათვის საურავის დაკისრება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია