დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.139.016525 |
33
28/07/2023
ვებგვერდი, 31/07/2023
010250050.35.139.016525
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.139.016301, 22/08/2018) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის“
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ე) №17 მაჟორიტარული ოლქის ახალციხე-ადიგენი-ბორჯომის მაჟორიტარი პარლამენტის წევრს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები