დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31-მაისის N-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016389 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს
ცვლილება
,,ლენტეხის
მუნიციპალიტეტის
მერიაში
ცალკეულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმისწარმოებისათვის
დოკუმენტების
ფორმების
დამტკიცების
შესახებ
“ ლენტეხის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2023 წლის
31 მაისის
№12 (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016383 01/06/2023) დადგენილებაში
შემდეგი
სახით
:
1. დადგენილების №1 დანართის მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. პირს , ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე -4 ნაწილით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე -35-ე , 36-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილებით , 39-ე მუხლით , 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე , მისი შედგენიდან 10-დღის ვადაში , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ჯერ მუნიციპალიტეტის მერთან შემდეგ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს . 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად , საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას .“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები