დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3507-XIIIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.05.001.021066 |
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3507-XIIIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები